სარფსა და ფოთში იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ იარაღის შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ავტომობილების დათვალიერებისას, „ნივთმტკიცებად ამოიღეს 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი. დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში …

სარფში უკანონოდ მიგრანტის გადაყვანისა და საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის …

56 253 ლარის ოქრო სარფიდან მალულად შემოჰქონდათ

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, „სარფი“-ს საბაჟო-გამშვები პუნქტის  გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 508.66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება  56 253 ლარს აღემატება“-ნათქვამია საგამოძიებო …

თურქეთიდან მიწვევა გვაქვს, მაგრამ საზღვარზე არ გვიშვებენ – 2 მოქალაქე

მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევა დასჭირდებოდათ, ერთი კვირა გავიდა. დღეს „ბათუმელებს“ ის მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებმაც უკვე მიიღეს მიწვევა თურქეთის რესპუბლიკიდან, თუმცა ისინი საზღვარს მაინც ვერ კვეთენ. როგორც მოქალაქე გიორგი დიასამიძე ამბობს, მას სარფის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე უთხრეს, რომ მიწვევის მიუხედავად საზღვარს ვერ გადაკვეთს, …

მოძრაობა სარფის საბაჟოზე 15 მარტის 18:00 საათიდან იზღუდება – თურქეთის საკონსულო

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება, კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში. საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ …

სარფში 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და …

სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შენობის ფასადის ღებვის სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 230 ათას 310 ლარია. შენობის ფასადი კვლავ თეთრად შეიღებება. გამშვები პუნქტის შენობა მიეკუთვნება კოროზიული ზემოქმედების მეექვსე – ძალიან მაღალ (ზღვის) კატეგორიას, ასევე, გამოირჩევა მაღალტენიანობით და ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონით, რისთვისაც, როგორც ტენდერის განაცხადშია აღნიშნული, ფასადის სამღებრო სამუშაოებისთვის შერჩეული იქნა …

31 იანვარს სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება რვა საათით შეჩერდება

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება. „სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე  ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება,“ …

დღეს საბაჟოზე მომხდარ ინცინდენტს თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს, 16 ოქტომბერს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში წერილობით კომენტარს აკეთებს, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ: „ქალბატონის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, საჭირო ზომების გასატარებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, სადაც მითითებული უნდა იქნას ინციდენტის დრო და ადგილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი გადაეცემა  თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს და …

პოლიციამ სარფში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 15 ივლისს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი  სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ. შს სამინისტროს  განმარტებით, სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული …

სარფთან, თურქეთის მხარეს, გზა ცალმხრივად გაიხსნა

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა, საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა. ხოფა-ქემალფაშას გზის მონაკვეთზე მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა. მეწყრის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი ჟანდარმერიის  თანამშრომელია. ხოფის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. …

პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები – სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, გ.ც-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. კერძოდ: ხმოვანი სასიგნალო იარაღი – 20 ცალი, პნევმატური იარაღი – 20 ცალი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – 3 ცალი, ხმოვანი ვაზნა –  12 …

შემოსავლების სამსახურის განცხადება სარფის საზღვარზე შეფერხებებთან დაკავშირებით

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს, 12 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, …

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე, ე.ბ-ს მართვის ქვეშ არსებული სატრანპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ; მეტანფეტამინი (0,92 გრ.),  კოკაინი (0,62 გრ.), მარიხუანა (5,63 გრ.) ექსტაზი (762 აბი) და აღნიშნული აბების ნატეხები, ასევე ნარჩენი ფხვნილი (18,51 გრ.) აღმოაჩინეს“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს …

სარფის საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია

„ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სარფის საბაჟოზე იმყოფებოდა, დღეს დილიდან საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მოქალაქეებისთვის არავის აუხსნია, რა მიზეზით შეიზღუდა დღეს საბაჟოზე ავტომანქანით გადასვლა და არც ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა. ბათუმში, თურქეთის საკონსულოში, კითხვებს არ პასუხობენ. მათი თქმით, ამ საკითხზე ინფორმირებულია საქართველოს შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურში კი ტელეფონს არ პასუხობენ. არ პასუხობენ …

333 გრამი ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, სარფის საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს …

აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილი შეფერხებების შესახებ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას, რაც საზღვრის კვეთისას შექმნილ რიგებს უკავშირდება, აჭარის მთავრობა ეხმიანება. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „აჭარის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. …

Exit mobile version