მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

24 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ თავის ფეისბუქგვერდზე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის – „ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში“ – საპასუხოდ   განცხადება გაავრცელა. განცხადებით მერია მოუწოდებს მედიას და, მათ შორის „ბათუმელებს“, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მკითხველს შეცდომაში შეიყვანს. ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია აქვს თვითმმართველ ორგანოს, „ბათუმელებმა“ 2017 წლის 25 დეკემბერს წერილობით გამოითხოვა …

რას წაიკითხავთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში – სარედაქციო წერილი

ჯუმბერი 19 წლისაა. ის მეათე კლასში სწავლობს და თავის კლასელებზე რამდენიმე წლით უფროსია. ჯუმბერი პატარა სენსაციაა იმ თემში, სადაც ის ცხოვრობს. ქობულეთში, ლიანდაგს გადაღმა დასახლებაში იგი პირველი ადამიანია, რომელიც ქართულ სკოლას დაამთავრებს. ჯუმბერი ბოშაა. ბოშების პატარა თემში ყველა მოზარდს არ გაუმართლა. ზოგიერთს სკოლაში არ უშვებენ და ბავშვები იძულებულნი ხდებიან, საოჯახო საქმეში ჩაერთონ, უმცროს და-ძმაზე და …

სარედაქციო სვეტი ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში

გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელების” პირველ, 2017 წლის მარტის ნომერში.  ჟურნალს, რომელსაც ახლა კითხულობთ, „ბათუმელები“ კი ჰქვია, მაგრამ სულაც არ არის მხოლოდ ბათუმზე. უბრალოდ ამ ჟურნალს ის გუნდი აკეთებს, რომელიც 16 წლის მანძილზე ყოველკვირეულ გაზეთ „ბათუმელებს“ გამოსცემდა. წელს გადავწყვიტეთ, რომ „ბათუმელებმა“ ახალი სიცოცხლე დაიწყოს და გამოვა ჟურნალი, თვეში ერთხელ. გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება სულაც არ იყო …

„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს.   მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, სტელაჟებსა და ჯიხურებში. ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა …

ძალა, რომელსაც მკითხველი გაძლევს

გადავწყვიტე გაზეთ “ბათუმელების” წლის ბოლო ნომერში, მთავარ გვერდზე გაზეთისა და მკითხველის ურთიერთობაზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ეს ურთიერთობა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია – ჰგავს გზას სიძულვილიდან სიყვარულამდე და პირიქით. ამ გზებზე კი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გვაქვს – ეს გაზეთი არსებობს მხოლოდ თავისი მკითხველით და მხოლოდ თავისი მკითხველისთვის. სწორედ ამიტომაც არის, რომ “ბათუმელების” ბეჭდური ვერსია 2016 წელსაც აუცილებლად …

”ბათუმელების” ახალი ნომერი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეძღვნება

გაზეთ „ბათუმელების” ამ ნომერში ვერ შეხვდებით ტრადიციულ რუბრიკებს, რასაც ჩვეულებრივ აქამდე კითხულობდით გაზეთის ბეჭდურ ვერსიაში. ეს ნომერი, მთლიანად ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიღების დღე ყოველწლიურად, 10 დეკემბერს აღინიშნება. „ბათუმელების” სარედაქციო პოლიტიკა, დაარსების დღიდან ანუ თითქმის 15 წელია, ძირითადად ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული; უკვე რვა წელია „ბათუმელების” სლოგანია – „თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ”. სწორედ ამიტომ, …

Exit mobile version