„საქართველოს განვითარების ფონდი“ [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] მის საკუთრებაში არსებული მთლიანი საინვესტიციო ქონების, მათ შორის ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთის შეფასებას გეგმავს. ქობულეთში ფონდის საკუთრებაშია ფიჭვნარის პლაჟსა და საავტომობილო გზას შორის მდებარე 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ 7 ჰექტარ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ფონდი 2019 წლიდან ეძებდა. ფონდმა საინვესტიციო ნაკვეთი მაშინაც შეაფასა. ვრცლად ამ …
Tag Archives: საპარტნიორო ფონდი
ლაო ჯინ ჯაოს სახლი საპარტნიორო ფონდს საკუთრებაში გადაეცა
ლაო ჯინ ჯაოს ისტორიული სახლი ჩაქვში საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში გადავიდა, შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 2021 წლის აგვისტოშია დაფიქსირებული. საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის ამ სახლთან დაკავშირებული 1379 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთიც. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ამ დრომდე ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს საკუთრება იყო. სამინისტროს ეს სახლი გასულ წლებში კონკრეტულ კომპანიაზეც ჰქონდა გადაცემული, რომელმაც …
Continue reading “ლაო ჯინ ჯაოს სახლი საპარტნიორო ფონდს საკუთრებაში გადაეცა”
საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო. დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების …
Continue reading “საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს”
საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს
საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს. 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო. საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში …
Continue reading “საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს”
ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს
გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. არსებული კონცეფციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციის მიუხედავად, რომ ყოფილი …
ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა. „პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და …
2016 წელი უხელფასოდ – დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მიერ 2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს შესრულებული სამუშაოსთვის მას არც ერთი ლარი არ აქვს მიღებული. 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის გრაფაში – „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“ – დავით საგანელიძეს არაფერი უწერია. ასევე დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაციის …
Continue reading “2016 წელი უხელფასოდ – დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია”
ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად
ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“. „მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და …
Continue reading “ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად”