29-30 ოქტომბრის წვიმის გამო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „ღამის განმავლობაში შენობების სარდაფებისა და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა. პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“. ბათუმში ორი მთავარი სანიაღვრე არხია [„ჯავახიშვილის“ და „ლერმონტოვის“], რომლებიც ჭაობის დასახლების, ასევე, ჭავჭავაძე-ლერმონტოვი-გრიბოედოვის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან წვიმის წყალს …
Tag Archives: სანიაღვრე სისტემა
ხომ არ ემუქრება ახალ სანიაღვრე ქსელს მოშლა ბულვართან სასტუმროების მშენებლობის გამო
მრავალსართულიანი მშენებლობები ბათუმის ბულვართან იმ ადგილებზეა დაგეგმილი, სადაც მიწის ქვეშ სანიაღვრე არხები გადის. ერთი ლერმონტოვის ქუჩის არხია, რომელიც წვიმის წყალს ლერმონტოვისა და მისი მიმდებარე ქუჩებიდან კრებს, ხოლო მეორეა ნურის ტბის არხი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ხომ არ უქმნის პრობლემას დაგეგმილ თუ მიმდინარე პროექტებს აღნიშნული არხები და ამის გამო ხომ არ იგეგმება მათი რეკონსტრუქცია. ამ არხების, განსაკუთრებით ლერმონტოვის …
კომპანია „სანტექსერვისი“ ბათუმშია-სანტექნიკური პრობლემების მარტივი გადაწყვეტა 24/7
ხშირად უმნიშვნელო სანტექნიკური პრობლემა თქვენთვის ან ახლო მეზობლისთვის შეიძლება მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალში გადაიზარდოს. თუ დროულად და საფუძვლიანად არ აღმოვფხვრით არსებულ დაზიანებას, ის განმეორებით აუცილებლად იჩენს თავს და, შესაბამისად, მანამდე გაწეული ძალისხმევა წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. თუ თქვენ ცხოვრობთ ბათუმში ან მიმდებარედ – სანაპირო ზოლში, ხართ ფიზიკური ან იურიდიული პირი და გჭირდებათ უმოკლეს ვადაში კვალიფიციური სანტექნიკური მომსახურება, …
სანიაღვრე არხით დაბინძურებული ზღვა [ვიდეო]
ბათუმში ზღვას 20-მდე ღია თუ დახურული სანიაღვრე არხი უერთდება. სანიაღვრე არხად მიიჩნევა ის მდინარეებიც, რომლებიც ქალაქის უბნების გავლით უერთებიან ზღვას [ყოროლისწყალი, ბარცხანა, მეჯინისწყალი]. ამ არხებს ზღვაში დღემდე შეაქვთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. გარდა ამისა, სანიაღვრე არხებსა თუ მდინარეებზე ჯერ კიდევ თვითნებურად აქვთ მოქალაქეებს დაერთებული კანალიზაცია, შესაბამისად, ზღვაში ამ არხებით საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე …
Continue reading “სანიაღვრე არხით დაბინძურებული ზღვა [ვიდეო]”
რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ
ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც მოსახლეობამ 25 მაისს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და გურის მწარმოებელ საწარმოში შესულ სატვირთო მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალება რამდენიმე საათით შეუზღუდა, ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა. დატბორილ ქუჩებში ადამიანებს გავლა ისევ უჭირთ, ხოლო საწარმოს მძიმეწონიანი მანქანები ისევ ისე გადაადგილდებიან. ე.წ. სამრეწევლო ზონა ბათუმში, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს [ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორია]. შარაბიძეების სკოლის უკან მცხოვრები იამზე …
Continue reading “რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ”