„კორუფციის ფასი“ – ფილმი ბათუმის ჩაბეტონებაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ვიდეო]

მუსიკის რიტმი ჩქარდება, იზრდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც, დაბალი სახლები უფრო ჩქარა ქრება და ბეტონის მაღლივი, ნაცრისფერი კედლები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. დროდადრო ამ კედლებიდან ჩამოვარდნილი ადამიანების საზარელი, განწირული ყვირილის ხმა ისმის და სიუჟეტის ფერები უფრო და უფრო მუქდება. მშენებლობის ნებართვის გამცემ პირს, რომელმაც ამ გზით დიდი ფული იშოვა და ავტორი ერთ სახეში აერთიანებს, პოლიცია აკავებს. …

კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში, რომელმაც გვერდით სახლში მცხოვრებლებს ფანჯრები ჩაუბნელა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის აივნებსა და ფანჯრებს კედელი მიაშენეს. მშენებლობას ამ სახლში მცხოვრებლები აპროტესტებენ. ამ საკითხს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც. ადგილზე გამოკრული არ არის საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ზედამხედველმა კი ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ვინ და ვისი ნებართვით აშენებს ახალ  მრავალბინიან სახლს ბაგრატიონის ქუჩაზე, ამ თემაზე „ბათუმელები“ მუშაობს და ინფორმაციას დღესვე გამოვაქვეყნებთ.

მთავრობის მოთხოვნა ბათუმის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის უარი

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე, აპირებს უარი უთხრას საქართველოს მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს მოთხოვნაზე – ბათილად ცნოს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის 25-ე დადგენილება. ამ დადგენილებით ბათუმის მერია მენაშენეებისგან უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ასეთი დადგენილების მიღება სცილდება საკრებულოს კომპეტენციას, ამიტომაც საკრებულომ მისი ბათილად ცნობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. მოთხოვნის გაზიარებას …

ქალაქი შენი ფანჯრიდან

სახლი ზღვის ხედით – ამ მომხიბვლელი შეთავაზების გამო ბათუმში კონკრეტულმა მოქალაქეებმა ბინის შესაძენად გაცილებით ძვირი გადაიხადეს. ბინის შეძენიდან მალე მათი სახლების წინ მენაშენეებმა ახალი სამშენებლო პროექტი წამოიწყეს, იმავე შეთავაზებით – სახლი ზღვის ხედით. ძველ მობინადრეებს ზღვის ხედის ნაცვლად ახლა ყრუ კედლის ან მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში მეზობლების ცქერა უწევთ. ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ბათუმის …

ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ბათუმის საკრებულო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის [რეკომენდაციით მიმართვის] უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ინიციატორი რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილია. დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უკვე მზადაა, საკრებულო 27 მაისს დაანონსებულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ამოიღეს. რატომ გადაწყვიტა საკრებულომ მთავრობის თავმჯდომარეს მის მიერვე მინიჭებული უფლება ჩამოართვას? – საკითხის ინიციატორის თემურ …

Exit mobile version