გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

იუსტიციის სამინისტროს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმას ითვალისწინებს. „ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. გიორგი პაპუაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, თუმცა მან ჯერ თავისი უფლებამოსილება უნდა ამოწუროს,“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიას, რომელმაც ახლახან დაგმო და შემაშფოთებლად მიიჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. რეფორმა ამ მიმართულებით თეა წულუკიანმა გასული წლის …

„რუსთავი 2“-ისა და „საქართველოს“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციურ სარჩელს. მოპასუხე მხარე – საქართველოს პარლამენტია. დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებია, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ იყენებს. ეს მუხლები „მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებს“ ეხება. მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა, არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს კონკრეტული ჩანაწერი კოდექსიდან: „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს …

კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის გამო იხდის, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების ოჯახში გატარებას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 21 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი, ონკოლოგი რეზო გაგუა დაიკითხა. ექიმი მოსამართლეებისა და მხარეების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების …

Exit mobile version