ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში [მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.] დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…] იგეგმება. „წინასააღდგომოდ რაიმე დანამატები არც ადრე გაიცემოდა. იყო მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ისიც წინასაახალწლოდ“, …
Tag Archives: საკლასო დანამატი
როგორ შეაფასებენ საჯარო მოხელეს და ვინ მიიღებს საკლასო დანამატს
საჯარო უწყებებში დასაქმებულ მოხელეს მიენიჭება მოხელის კლასი 1-დან 12-მდე და მიიღებს საკლასო დანამატს ყოველთვიურად, ხელფასთან ერთად. მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. თუმცა კლასის მინიჭებამდე მოხელე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეაფასონ. კლასის მინიჭება ამ შეფასების შედეგზეა დამოკიდებული. შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა: საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით …
Continue reading “როგორ შეაფასებენ საჯარო მოხელეს და ვინ მიიღებს საკლასო დანამატს”
საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით 2017 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას. საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას. „კანონპროექტის …
Continue reading “საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე”
საჯარო სამსახურებში ხელფასისა და პრემიის გაცემის ახალი წესი დამტკიცებული არ არის
2017 წლის 1-ელი ივლისიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასის, დანამატისა და პრემიის გაცემის წესი ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის. ივლისიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების გაცემის მოქმედ წესს ფაქტობრივად აუქმებს. „იმის გამო, რომ საჯარო მოხელეები ივლისიდან ხელფასის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, შევიმუშავეთ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“, რაც მეორე-მესამე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ კვირაში გადის. ამ ცვლილებებით, …
Continue reading “საჯარო სამსახურებში ხელფასისა და პრემიის გაცემის ახალი წესი დამტკიცებული არ არის”
პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა
საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეები, რომლებსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ, ახალ თანამდებობრივ სარგოს – საკლასო დანამატსაც მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამ დადგენილების მიხედვით საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი ქვეყნის მთავრობას დღემდე არ დაუმტკიცებია. რას ნიშნავს საკლასო დანამატი, შენარჩუნდება თუ არა დღეს არსებული დანამატები და პრემიების გაცემა საჯარო სამსახურებში პირველი …
Continue reading “პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა”
საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან
საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საჯარო სამსახურში დასაქმებულები მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად საკლასო დანამატსაც მიიღებენ. დადგენილების მიხედვით, მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს და მისი მინიჭების მიზანია „საჯარო მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა“. …
Continue reading “საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან”