ბათუმის მერიის სამმართველომ ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე მორიგი ტენდერი გამოაცხადა 1,9 მილიონი ლარით. კამერების შეძენა-ექსპლუატაციაზე ბათუმის მერია სოლიდურ თანხას ყოველწლიურად ხარჯავს, თუმცა რამდენი კამერა მუშაობს ქალაქში, ამ ინფორმაციას მალავს. ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ იმარჯვებს. ამ კომპანიისთვის კი, 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი. …
Tag Archives: სათვალთვალო კამერები
ქობულეთში სათვალთვალო კამერებს სოფლებშიც დაამონტაჟებენ – გამოყოფილია 1 მილიონი ლარი
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 57 ათასი ლარია. ქობულეთი ამჯერად 159 სათვალთვალო კამერას შეისყიდის და ქალაქთან ერთად სოფლებშიც დაამონტაჟებს. კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლავს. სატენდერო დავალებაში აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლებში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეო ნაკადის [სტრიმის] …
ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს
ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …
Continue reading “ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს”
215 სათვალთვალო კამერა ბათუმში და 438 ათასი ლარი ბიუჯეტიდან მათი პატრონობისთვის
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე 215 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა ჩართული. ქალაქის ბიუჯეტში კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის 438 233 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის მერია ტენდერით შეისყიდის. „ყველა კამერა არის მუშა მდგომარეობაში, თუმცა იყო მუშაობასთან დაკავშირებით მცირე შეფერხებები. ამიტომ, ტენდერის პირობაში ჩადებულია 195 ვიდეო-სათვალთვალო კამერის უწყვეტი კვებით მომარაგება,“ – გვითხრეს ქალაქის მერიაში. ტენდერში გამარჯვებულს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული 215 …
Continue reading “215 სათვალთვალო კამერა ბათუმში და 438 ათასი ლარი ბიუჯეტიდან მათი პატრონობისთვის”
სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის
ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …
Continue reading “სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის”
ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ
აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც …
Continue reading “ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ”