ბათუმში მეორე დღეა ეძებენ ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ მიმდინარეობდა ზღვის ფსკერის დათვალიერება. მაშველები დაკარგულ მოზარდს „პიერ ბათუმის“ მიმდებარედ, ზღვაში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. ზღვაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 16 ივლისს, დილით, 07:00 საათზე შევიდა.
Tag Archives: საგანგებო სიტუაციები
მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა
საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. ამავე თემაზე: მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი რა ხდება ამ დროისთვის მარნეულში და ემორჩილებიან თუ არა მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს? „ბათუმელები“ მარნეულში მცხოვრებ მამედ მირზაევს ესაუბრა. მისი თქმით, ქალაქში მოძრაობა ნაკლებად შეინიშნება, თუმცა სოფლების მიმართულებით …
Continue reading “მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა”
თოვლის გამო ხულოში 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
4 თებერვალს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხულოს სოფლების: რიყეთისა და დანისპარაულის 200 აბონენტს. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ. ამ დროისთვის აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60 სმ-ია, ხოლო დაბაში – 30 სანტიმეტრი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 1 მეტრამდეა. ხულოს მერიის ცნობით, ამ …
Continue reading “თოვლის გამო ხულოში 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს
მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს. „შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება ესაჭიროებოდა“. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. „რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო …
Continue reading “მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს”
დღეს ბათუმში ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრს მიაღწიოს. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების …
Continue reading “დღეს ბათუმში ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი”
შსს სახანძრო მანქანებში 50 მილიონ ლარს გადაიხდის
არაუმეტეს 50 მილიონი ლარის ღირებულების სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრავალწლიან (2016-2017 წ.წ) შესყიდვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ელექტრონული ტენდერით განახორციელებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საჭირო თანხის მობილიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა (2016 წელს არაუმეტეს − 30 მილიონი და 2017 წელს − 20 მილიონი ლარის). ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2015 წლის 25 …
Continue reading “შსს სახანძრო მანქანებში 50 მილიონ ლარს გადაიხდის”