როდის გაიხსნება ბათუმში საბავშვო ბაღი, რომლის ორჯერ რეაბილიტაციაში 5 მილიონი იხარჯება

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის შენობაში რემონტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. შენობის მიმდინარე რემონტში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4,2 მილიონი ლარი იხარჯება, არადა ეს შენობა 2017 წელს საზეიმოდ გახსნეს, მანამდე კი კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც მაშინ ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს. რატომ …

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ცნობით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2023 წლის 28 დეკემბერს შეწყდება საახალწლო არდადეგების გამო. ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 2024 წლის 15 იანვარს განაახლებენ. ბათუმში სულ 36 მუნიციპალური საბავშვო ბაღია.  

რატომ ვერ გასცეს მარტის ხელფასი ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს მარტის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. მიზეზებზე არც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში საუბრობენ და არც მერიაში. ხელვაჩაურში სულ 18 საბავშვო ბაღია. „ტექნიკური ხარვეზიაო, ასე გვითხრეს, მეტი არაფერი ვიცით,“ – გვითხრა ხელვაჩაურის პირველი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, ირმა ნაკაშიძემ. საბავშვო ბაღების არც სხვა გამგეებს აქვთ ინფორმაცია, რის გამო ვერ გაიცა გასული თვის ხელფასი, თუმცა …

ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს. ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა – აცხადებს ბათუმის მერია. „გვინდა განვმარტოთ, ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც გადის შემდეგ პროცედურებს: ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა …

„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს

„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა. „ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, …

როგორი სათამაშოებით ერთობიან თქვენი შვილები საბავშვო ბაღში – ხარისხი არ კონტროლდება

საბავშვო სათამაშოებს, რომელთა შესყიდვაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარს ხარჯავს, მძიმე მეტალების შემცველობაზე არავინ ამოწმებს. ორგანიზაციაში, რომელიც წინა წლებში იკვლევდა ბავშვების სათამაშოების ხარისხს, აცხადებენ, რომ სათამაშოები, რომლებიც საბავშვო ბაღებში შეაქვთ, მავნე ნივთიერებებს შეიცავს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ყიდულობენ აჭარაში მოქმედი ბაღების გაერთიანებები სათამაშოებს ბაღებისთვის. ექვსივე მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ მათ სათამაშოების ხარისხზე ინფორმაცია არ აქვთ.  ბათუმის საბავშვო ბაღების …

22 ვაკანსია ბათუმის საბავშვო ბაღებში – საკონკურსო ბარიერი 186-დან ექვსმა გადალახა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 186 პირი მონაწილეობდა, თუმცა აქედან ბარიერი მხოლოდ 6-მა კონკურსანტმა გადალახა.  კონკურსის შედეგების მიხედვით, 22 ადგილი ისევ ვაკანტურია. საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღის გამგის პოზიციაზე ბარიერი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა. უფროსი აღმზრდელის პოზიციაზე ბარიერი დაძლია მხოლოდ ერთმა, ხუთმა კი ბარიერი აღმზრდელის …

საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება

საბავშვო ბაღის გარეშე ბათუმში წელს დაახლოებით 600 ბავშვი დარჩება – ამის შესახებ მამუკა შამილიშვილმა გვითხრა, ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. მას ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესზე ვესაუბრეთ. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან დაიწყება. „ჩვენთან რეგისტრაციის პროცესი არის უწყვეტი. თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ მოხვდა, ის რიგში დგება და როცა გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ავტომატურად ჩაირიცხება. …

Exit mobile version