ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარაში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში დაინიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. „ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. აბესალომ ასლანიძის დანიშვნა სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესების უგულებელყოფის აშკარა ნიშნებს …

როგორ გადაუნაწილა სახელმწიფომ რელიგიურ გაერთიანებებს 4 მილიონ 500 ათასი ლარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიურ გაერთიანებებზე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან 3 500 000 ლარი უკვე გადანაწილებულია რელიგიურ ორგანიზაციებზე, შემდეგი ოდენობებით: საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 ლარი  საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 ლარი  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა …

რატომ ვერ შეელია მთავრობა რელიგიის სააგენტოს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შემოსავალი 2017 წელს 75 715 ლარი იყო. აქედან, პრემიის სახით 5 ათასი ლარი აიღო, დანამატის სახით კი – 35 300 ლარი. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, წელს თავმჯდომარე თვეში, ხელფასის სახით, 6 000 ლარს იღებს, შესაბამისად, მისი შემოსავალი ამ დროისთვის უკვე 42 ათასი ლარია. ოფიციალური დოკუმენტის …

არა ფობიას! – TDI-ის განცხადება კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.  სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისგან წერილობით მოითხოვს სასულიერო პირთა სიას მათი სასულიერო ხარისხის მითითებით და სხვადასხვა პირად ინფორმაციას მათ შესახებ, მათ შორის, პირადობის მოწმობების ასლებს და საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონი). …

გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პრემიერ-მინისტრთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მუსლიმთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან „არაკორექტული და გაუზრებელი განცხადებები“ დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მარგინალიზაციას. საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა …

Exit mobile version