ბათუმი, XX საუკუნის 30-იანი წლები – ჟორჟ სიმენონის ფოტო

ეს ფოტო გასული საუკუნის 30-იან წლებში ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში. ფოტო ფეისბუქზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა. როგორც ის წერს,  ფოტო ჟორჟ სიმენონის შვილმა, ჯონმა გადასცა ბათუმში ყოფნისას და ბელგიელი მწერლის ბათუმში გადაღებული უნიკალური ფოტოების გამოფენა მალე გაიმართება. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის ნაწარმოებში …

ჟორჟ სიმენონის ბათუმზე დაწერილი ნოველის თარგმნა და ფოტოგამოფენა – რას გეგმავს დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2020 წელს ბათუმში ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ქართულად თარგმნა იგეგმება. ამის შესახებ დღეს, 11 ოქტომბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ცნობილი მწერლის შვილ ჯონ სიმენონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრისას სიმენონის ბათუმში  ვიზიტის შედეგები …

„განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, მოალერსე ზვირთები“ – ჟორჟ სიმენონი ბათუმზე

„უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ მოვინახულე შავი ზღვის სანაპირო, სხვაგვარად არ შემეძლო, ისე შევიყვარე ეს მხარე. მაშინ აღმოვაჩინე ბათუმი, კავკასიის მთელი მშვენიერება. განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, ფერების სამხრეთული ზეიმი, მოალერსე ზვირთები… მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ადამიანები არიან. საათობით ვიდექი სანაპიროზე, დავდიოდი ბაზრებში (მიმაჩნია, რომ ბაზარი შესანიშნავი ადგილია დაკვირვებისთვის, აქ ადამიანები ძალიან ბუნებრივად იქცევიან) და …

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ეს ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ფოტოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელიც წერს, რომ ამჟამად ბათუმში იმყოფება ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი, რომელიც ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოსცემს ქალაქს. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი …

ჟორჟ სიმენონის უცნობი ფოტოები და რომანი, რომელშიც მოქმედება ბათუმში ხდება

მაისში ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, ცნობილი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის არქივში ინახება მწერლის მიერ 30-იან წლებში ბათუმში გადაღებული ფოტოები, რომელიც ბათუმელებისთვის ცნობილი არ არის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენციაც იგეგმება. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ …

Exit mobile version