პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო. ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ 42 760 652 ლარი დაიხარჯება. აქედან: ხელფასებისთვის 19,5 მილიონი ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებაში – 1 მილიონზე მეტი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი იქნება 2,1 მილიონი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის …

რას წერს საერთაშორისო მედია თბილისის მოვლენებზე

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ თბილისში მიმდინარე მოვლენებით უცხოური მედიაც დაინტერესდა. მაგალითად, გუშინ New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ქართული პოლიცია აპირებს დაშალოს მასობრივი პროტესტი თბილისში”. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პროტესტი გამოიწვია “ქართული ოცნების” მხრიდან ივნისში აღებული პირობების შეუსრულებლობამ.   მოვლენებს გამოეხმაურა ასევე Euronews: “პოლიცია საქართველოში აპატიმრებს მომიტინგეებს, რომლებიც მოითხოვდნენ ნაადრევი არჩევნების ჩატარებას”. Euronews …

გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ის, რაც გუშინ განხორციელდა საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველის ქუჩაზე, როცა საპროტესტო აქცია დაშალა სპეცრაზმმა, იყო კანონიერი. გახარიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ხდებოდა, იყო უკანონობა. „ან საბედნიეროდ, ან სამწუხაროდ ეს შეკითხვა – ვინ გასცა ბრძანება, რაღაც მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც …

აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში დღეს აქცია გაიმართება – „პროპორციული არჩევნებისთვის“

დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. აქციის ორგანიზატორები, გუშინ, ბათუმში მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ 17 ნოემბერს ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“. ბათუმში …

აჭარის პოლიციის უფროსს სთხოვენ დაკავებულები გაათავისუფლოს, ის უარს აცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით, დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში აქციაზე დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი. ენმ-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი სთხოვს პოლიციის უფროსს, რომ წავიდნენ პოლიციის სამმართველოში და დაკავებულები გაათავისუფლონ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პოლიციის უფროსს აქვს უფლება გაათავისუფლოს დაკავებულები მანამ, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა, თუმცა პოლიციის უფროსი ამ წინადადებას არ დასთანხმდა. „წამოდი ჩემთან ერთად და …

უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან. რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს …

 რამდენი ხმა იქნება საჭირო უმაღლეს საბჭოში ერთი მანდატის მოსაპოვებლად – 0%-იანი ბარიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ადგილის] მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია. ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის საარჩევნო ოლქებში ხმას მისცემს ყველა ის ამომრჩეველი, ვინც სიაშია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 311 149 იყო. მაგალითისთვის, …

რას ნიშნავს არჩევნები პროპორციული სისტემით

2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება – გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ამ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ მოთხოვნად დაასახელეს. [checklist] არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთი ბიულეტენით  [/checklist] პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, …

Exit mobile version