პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ დღეს, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა. საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის …

20 წელი პოლიციელის მკვლელობისთვის – მოკლულის ახლობლებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბესიკ ტაკიძეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საქმეზე …

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა “პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” განაჩენი არც დღეს გამოაცხადა. მან ბრალდებულის ბოლო სიტყვას მოუსმინა და სათათბირო ოთახში გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე სკამი ბრალდებულის მეზობლებმა დაიკავეს. “როგორ გაბედეთ აქ მოსვლა,” – წამოიძახეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ბრალდებულის ახლობლებს ხმა არ ამოუღიათ. რამდენიმე …

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” დღეს, პირველ მარტს დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა დარბაზში ადგილების შევსების გამო. ბრალდებულის ახლობლები და მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებიც დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იგი 9 მარტისთვის გადადო. სასამართლოსთან დღეს მობილიზებული იყო პოლიციაც. დასკვნით სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ის მტკიცებულებები მიმოიხილა, რაც მხარეებმა სასამართლოში …

მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე

“გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა მხარის დასწრება… მე, პირადად, მაყენებენ შეურაცხყოფას, ბრალდებულის ახლობლებს კი აქ შემოსვლის უფლება არ მისცეს. ისინი სასამართლოს მოპირდაპირედ, ერთ კუთხეში არიან შეყუჟული,” – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა პროცესის დაწყებისთანავე. პროცესზე შესვლის უფლება ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა არ მისცეს. საუბარია ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მურად [ბუტა] …

პოლიციელის მკვლელობის საქმე – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„უვადო, უვადო პატიმრობა,“ – რამდენჯერმე წამოიძახეს დარბაზიდან, როცა მოსამართლე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს მოსალოდნელი სასჯელის შესახებ ესაუბრებოდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 25 სექტემბერს, პოლიციელის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან …

ქობულეთში მოკლული პოლიციელი დღეს დაკრძალეს

ქობულეთში 15 ივნისს მოკლული პოლიციელი – ბუტა ანთაძე დღეს დაკრძალეს. ცერემონიალს ათობით პოლიციელი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური ვერსიით, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. პოლიციელის ცხედარი დილიდან ქობულეთის ცენტრალურ ტაძარში იყო დასვენებული. დაკრძალვამდე ბუტა ანთაძის ცხედარი ქობულეთის პოლიციის შენობის წინ, შემდეგ კი მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების შენობის ეზოში შეაჩერეს. ბუტა ანთაძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი …

მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი: შეკვეთილ განაჩენს არ შევეგუებით

 

პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მოჭიდავე რამაზ დევაძეს სასამართლომ 12 წელი ახლახან მიუსაჯა. გასულ კვირას რამაზ დევაძის დედა – ნაზი ბერიძე და კიდევ ერთი ახლობელი (ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) “ბათუმელებს” დაუკავშირდნენ და ამ საქმესთან დაკავშირებულ ახალ დეტალებზე ისაუბრეს. “ბათუმელები” სტილის დაცვით გთავაზობთ მათ ინტერვიუს.

სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ვიდეო კადრები აჩვენეს, რომელიც 27 დეკემბერს ღამის კლუბ „ლეგასის“ სათავალთვალო კამერებიდან იქნა ამოღებული. 27 დეკემბერს „ლეგასიში“ პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალი  სპორტსმენ რამაზე დევაძეს აქვს წაყენებული.

Exit mobile version