კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებოდა – საგამოძიებო

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული კაცი 45 წლისაა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით …

კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს მ. მ-ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის – ნ. ბ-სათვის,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 მაისს მიღებულ განჩინებაში. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა ყოფილ ცოლს თანაცხოვრების პერიოდში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი …

„იჩივლეთ ყველამ“ – იურისტები ფარული ჩანაწერების ფიგურანტებს ურჩევენ პროკურატურას მიმართონ

იურისტები ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ფარული ჩანაწერების ფიგურანტ ყველა პირს მოუწოდებენ მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება უკანონო ფარულ მიყურადებაზე. „სახელმწიფო ქმნის თვალთვალის სისტემას, ცდილობს ცენზურის და თვითცენზურის დამკვიდრებას. ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრება. არ უნდა დაუშვან, რომ ეს შემთხვევები არის რიგითი ხარვეზი და მოცემულობა. უნდა დააფიქსირონ თავიანთი სამართლებრივი პროტესტი, მოითხოვონ გამოძიება. იმისათვის, რომ …

რას ამბობს ღარიბაშვილი ფაილების გავრცელებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 14 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების გავრცელებაში. „ეს ადამიანები აწყობენ ასეთ დესტაბილიზაციას და ცდილობენ მუდმივი პროვოკაციებით ჩვენი ხალხის დაძაბვას. მაგრამ ეს არ არის 90-იანი წლები, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს არ არის 2003 წელი და არ ეგონოს და ილუზია არ ჰქონდეს ვიღაცას. …ყოველ დღე ასმენინებენ თავიანთი პროვოკაციული …

„კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“ – დეკანოზი ჯაღმაიძე სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომელშიც წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ …

„დამხვდა შეტყობინება, რომ პირადი ფოტოები გამივრცელეს“ – კიბერდანაშაულის სქემა

აჭარის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის იურისტი, ილონა დიასამიძე აცხადებს, რომ უცნობი პირი მისი ფეისბუქის გატეხვას ცდილობდა. ილონას თქმით, უცნობი პირი მას ფეისბუკმეგობრის ანგარიშიდან დაუკავშირდა და აცნობა, რომ ერთ-ერთ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ის ილონას ამ გვერდზე გადასვლას სთხოვდა. „ბათუმელები“ ილონა დიასამიძეს ესაუბრა და გაარკვია, თუ რა ინფორმაცია მიიღო მან ფეისბუქმეგობრისგან და რა …

Exit mobile version