ყოველ წელს ვამბობ: „წელს დავამთავრებ“, მაგრამ ისევ სკოლაში მოვდივარ – 80 წლის მასწავლებელი

ასაკის მიუხედავად, მერი გულუამ უარი თქვა ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლაზე. წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც მოიპოვა და დღესაც ჩხოროწყუში, ხაბუმეს თემის პირველ საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურის ბავშვებს ასწავლის. „ყოველ წელს ვამბობ, რომ „წელს დავამთავრებ“, მაგრამ მომდევნო წელს ისევ სკოლაში მოვდივარ“- უთხრა 80 წლის მერი გულუამ „ბათუმელებს“. ქალბატონო მერი, რატომ დარჩით სკოლაში, ხომ შეგეძლოთ აგეღოთ ფულადი ჯილდო და …

საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, განათლების სფეროზე საუბრის დროს განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან, ჯილდოს სანაცვლოდ გასვლის პროცესი, ისევ უნდა გაგრძელდეს. „საპენსიო ასაკის 4 8426 პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იყო ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი, ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს და ამასთან, ჩვენ ქართველ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდათ ჯანდაცვის დაზღვევაც. …

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების ბოლო ეტაპი გამოცხადდა

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო და პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ფულადი ჯილდო, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, 29 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება დასკვნითი ეტაპი და ამის შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ფულად ჯილდოზე განაცხადი გააკეთონ. პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს დაადასტუროს …

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა, ასევე ცვლილება შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში …

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 15 პროცენტი არ გამოცხადდა

დღეს, 10 ივლისს, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე მასწავლებელთა 15 პროცენტი არ გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 25 ათასზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, აქედან 5 ათასი – მასწავლებლობის მსურველი, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი სესია პრაქტიკოსი პედაგოგების პროფესიული უნარების დადასტურებას დაეთმობა. ზაფხულის გამოცდაზე პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებიც დარეგისტრირდნენ. …

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის …

65 წლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლის დატოვებას გამოცდაზე გასვლა არჩია

65 წლის ეთერ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს პირველად დარეგისტრირდა. სახელმწიფო პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს ჯილდოს სთავაზობს. თუ პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციას არ დაადასტურებს, მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება. რატომ გადაწყვიტა საგნობრივი გამოცდის ჩაბარება – გთავაზობთ ბლიც-ინტერიუს ეთერ დუმბაძესთან. ქალბატონო ეთერ, რა იყო მთავარი მოტივი თქვენთვის, როცა …

სკოლა, რომელსაც 32 მასწავლებლიდან 10 ტოვებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის ათმა პენსიონერმა პედაგოგმა დღეს სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს – ორი წლის ხელფასს ჯამურად სექტემბერში მიიღებენ. კირნათის სკოლის დირექტორის თქმით, პროფესიაში დარჩენა  მხოლოდ ორმა პენსიონერმა მასწავლებელმა გადაწყვიტა. დირექტორი ამბობს, რომ ისინი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე აპირებენ გასვლას. „ერთი პედაგოგი ჯერ …

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2020 წლიდან

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მასწავლებელმა 2020 წლიდან იმ შემთხვევაში, თუკი სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტს, რას ვერ მიიღებენ პენსიონერები, თუკი ჯილდოზე წელს უარს იტყვიან და ვინ წყვეტს, როგორი უნდა იყოს სკოლა? – „ბათუმელების“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს. ბატონო ბერიკა, 2020 წლიდან მასწავლებელი ახალი სისტემით შეფასდება, რა იცვლება არსებითად? მასწავლებლის შეფასების ახალი …

მიიღებს პედაგოგი ზაფხულის ხელფასს, თუ განაცხადს ჯილდოზე მაისში გააკეთებს

დღეს 24 მაისს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სკოლების პედაგოგებს და დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პედაგოგებმა კითხვები წერილობით ფორმატში წარმოადგინეს. გთავაზობთ პედაგოგების კითხვებს და მასწავლებელთა სახლის პასუხებს შეხვედრიდან. კითხვა: თუ მასწავლებელი მაისის თვეში განაცხადებს თანხმობას ჯილდოს მიღებაზე, მიიღებს თუ …

რამდენი პენსიონერი პედაგოგი ტოვებს ბათუმში სკოლებს ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

ბათუმის საჯარო სკოლებში 157 პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. განათლების სამინისტროს შეთავაზება – ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის ნაცვლად, საინტერესო ჯერჯერობით მხოლოდ 20 მათგანისთვის აღმოჩნდა. სწორედ ამდენმა პედაგოგმა მიიღო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება. სხვები ჯერ ფიქრობენ, ზოგი მათგანი კი, სავარაუდოდ, საგნობრივ გამოცდას ჩააბარებს. პედაგოგებს მოფიქრებისთვის კიდევ 10 დღე აქვთ. რომელ საჯარო სკოლაში როგორი სურათია და რა მოლოდინები …

სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით

განათლების სამინისტრომ პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების სამსახურიდან წასვლის მექანიზმი შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაუჯდება. აქვს თუ არა კრიზისის დაძლევის გეგმა სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგების დიდი ნაწილი დათანხმდება ჯილდოს აღებას და დატოვებს სკოლას? სკოლებში ახალი კადრების შეყვანის რა ვერსიებს განიხილავენ და როგორია პროფესიაში დარჩენის მსურველი პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატისტიკა? „ბათუმელებთან“ ამ …

მიდიან თუ არა პენსიონერი მასწავლებლები სკოლიდან ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე. 80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით …

ფიზიკა-მათემატიკის 80 წლის მასწავლებელი

ავტორი: ლელა დუმბაძე 80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის …

Exit mobile version