რუსთავი 2-ს მიხეილ სესიაშვილისა და დიანა ჯოჯუას შემდეგ კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იაკობაშვილის თქმით, ის ამჟამად შვებულებაშია, თუმცა არხიდან თავისი კოლეგების მსგავსად, მიდის. „აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. …
Tag Archives: პაატა სალია
„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]
20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს. „13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი: “ეთერშია კურიერი 9 საათზე”… მე და ჩემმა კოლეგებმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ, რუსთავი 2 და კურიერი …
Continue reading “„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]”
პაატა სალიას „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში არხის სახეებისთვის ორწლიანი ხელშეკრულებები მოსთხოვეს
„რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მას უთხრა, რომ ახლა მათთვის მთავარი გარანტიებია. „თქვენ თუ მოიტანთ ორწლიან კონტრაქტებს იმ ცნობილ სახეებზე, რომლებიც ქმნიან ივანიშვილისთვის არასასურველ კონტენტს, თუ მოიტანთ ასეთ 10 კონტრაქტს, მაშინ მე პირადად თანახმა ვარ,“ – მიმართა „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორს ნანუკა ჟორჟოლიანმა. პაატა სალიამ მას უთხრა, რომ კონტრაქტების მომზადებას …
პაატა სალია „რუსთავი 2“-ში შევიდა: არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს
„ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი… ვამბობ, რომ ჟურნალისტებს ექნებათ სრული დამოუკიდებლობა. ჩემი ვალდებულებაა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა. ვეცდებით, რომ შეუფერხებელი განვითარების გეგმა შევიმუშაოთ, მე ვგეგმავ შეხვედრას მენეჯმენტთან,“ – განაცხახადა „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ვიდრე იგი ტელევიზიის შენობაში შევიდოდა. ტელევიზიაში პაატა სალიან ნიკა გვარამიას უკვე შეხვდა. ნიკა გვარამიას პაატა სალიას უთხრა, …
Continue reading “პაატა სალია „რუსთავი 2“-ში შევიდა: არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს”