ონლაინ კაზინოს მოწყობა 5 მილიონი ეღირება – ახალი კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებით ონლაინ თამაშობების მოწყობა ფასიანი იქნება. კერძოდ: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისთვის ბიუჯეტში გადასახადი წელიწადში 5 მილიონი ლარი იქნება; სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისთვის – წელიწადში 1 მილიონი ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის კი – წელიწადში 100 ათასი ლარი. ახალი ცვლილება უშვებს გამონაკლისსაც: სისტემურ-ელექტრონული ფორმით …

ბათუმში უკანონო ონლაინ კაზინოები გამოავლინეს, დააკავეს 1 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინგათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს …

საქართველოს მოქალაქე უცხოურ კაზინოში ფულს ვეღარ გადარიცხავს – ახალი წესი

საქართველოში ბანკებსა და შესაბამის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქის მიერ თანხის გადარიცხვა იმ უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეწევა. საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტ კომპანიებს აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე თანხის გადარიცხვა კანონით 2022 წლის პირველი მარტიდან აეკრძალათ. თუმცა კანონში იყო მუხლი, რომელიც განმარტავდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს აკრძალვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის …

ონლაინკაზინოების შემზღუდავი კანონპროექტი ამ კვირაში შევა პარლამენტში – ღარიბაშვილი

დღეს, 6 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება. „ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – ამბობს ღარიბაშვილი. ონლაინკაზინოების აკრძალვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა პირველად. მან თქვა, რომ ონლაინკაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, რეკლამა …

1 მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოებით – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის ფარგლებში ონლაინკაზინოებთან მიმართებაში კანონში ცვლილებები შევა – გაიზრდება გადასახადები და აიკრძალება რეკლამა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე. „1 მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში, აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ …

ახალი ტრენდი ონლაინკაზინოებში

ონლაინკაზინოს ინდუსტრია ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ბაზრის კონკურენტუნარიანობის სამმართველომ რიგი გაფრთხილებები გამოაცხადა და კვლევა დაიწყო სათამაშო ინდუსტრიაში მომხმარებლისადმი უსამართლო დამოკიდებულების შესახებ. კვლევა დაეყრდნო იმ საფრთხეს, რომ ონლაინკაზინოები ხშირად არ აცნობენ აქციების დეტალების შესახებ, რის შედეგადაც მომხმარებლებს ებლოკებათ ანგარიშები და არ შეუძლიათ თანხის განაღდება. ლიცენზიაში არის დებულება, სადაც აღნიშნულია, …

Exit mobile version