არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა. სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო. ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100,000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 …
Tag Archives: ნინოწმინდის ბავშვთა სახლი
ეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ სხალთელი ეპისკოპოსის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციას უკვე მიმართეს. დღეს სხალთელმა ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვების ვიდეო ლაივში გაავრცელა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი მედიას მოუწოდებს, თავის შეიკავონ ამ ვიდეოს გავრცელებისგან. „სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად… ამიტომ, …
Continue reading “ეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს”
რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს
„ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია არასდროს ჰქონია შეჩერებული. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ტელევიზიაში, რომ რვა თვე ლიცენზიის გარეშე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, არ არსებობს. მათი განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონმა სააგენტოსგან …
Continue reading “რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს”
„საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები“ – შსს ნინოწმინდის პანსიონში გამოძიებაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შესახებ. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით“, – წერს …
რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ
საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა …
Continue reading “რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ”