ესმით, რომ დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი – მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლია. „როცა „ოცნებისგან“ „არგუმენტად“ მოისმენთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს დაესხა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეჟიმი ამით უბრალოდ ცდილობს მზია ამაღლობლის დაცვის კომპლექსი შეგიქმნათ და მისი უკანონო დასჯა გაამართლოს. იშვიათად მეგულება პოლიციის ჩემნაირი დამცველი და გულშემატკივარი. ბევრჯერ გავმხდარვარ ამის …

მკაცრი რეკომენდაციაა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში პირბადის ტარება გარე სივრცეშიც – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. „ეს ეხება ძირითადად ისეთ ადგილებს, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსის გაჩერებებზე და სხვა ადგილებში. ამას მკაცრად გააკონტროლებს პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. ასევე, სასურველია პირბადის ტარება იქ, სადაც დისტანციის …

ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი

„ისეთ მდგომარებაში ვიმყოფებით, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას“, – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მისი თქმით, კორონავირუსის მასშტაბების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავენ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 ადამიანი, სიტუაცია …

ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი არ იგეგმება – მთავრობა

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის, სრული კარანტინი არც ბათუმში იგეგმება. ამიტომ, ამ მხრივ რაიმე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 16 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მეზვრიშვილის თქმით, არსებული შეზღუდვების კონტროლი გამკაცრებულია, მათ შორის, ბათუმშიც. „თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად, იქ, სადაც ამის …

ვისთვის არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის განმარტება

დღეს, 15 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ვისთვის არის სავალდებულო და ვისთვის – არა, საჯარო სივრცეში პირბადეს ტარება. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით პირბადის ტარების სავალდებულო წესი არ შეეხება: 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მას, ვისაც აქვს სასუნთქი სისტემის პრობლემები, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები ბრონქული ასთმის მქონე პირებს შშმ პირებს იმ …

კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გეგმაში არ იყო დასახელებული კომენდანტის საათის და, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული დრო, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. „ეს ყველაფერი რჩება ძალაში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, რაც …

Exit mobile version