შვილები, რომლებიც მშობლების კონტროლს ცდილობენ

ბევრჯერ მომისმენია – „ჩემი შვილი რას იტყვის“, „ამის ჩაცმის ასაკი აღარ მაქვს, ჩემს შვილებსაც არ მოეწონებათ“, „მე კი მინდა ვიყიდო, მაგრამ არ ვიცი ბავშვებს თუ მოეწონებათ“, „არ გამიშვა ბიჭმა, რა დროს ესააო“… სულ ვიცოდი, რომ ასეთი ფრაზების უკან კარგი არაფერი იდგა, მაგრამ ბოლო დრომდე მგონი, მაინც ვერ ვხვდებოდი, რამდენად ცუდი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. დაჰკვირვებიხართ, …

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ერთი ოჯახის 3 თაობის კაცები

როგორ ნაწილდებოდა მშობლების ქონება და ვის ეკუთვნის ის, ბიჭს თუ გოგოს? ეს კითხვა ამჯერად ერთი ოჯახის სამი თაობის კაცებს დავუსვით – ბაბუა თამაზს, შვილ – ზურას და შვილიშვილ – მამუკას. სტატიიდან გაიგებთ, როგორია მათი განწყობები და რას ფიქრობენ სქესის მიხედვით ქონების განაწილებაზე – გოგოს მისცემენ მშობლების ქონებას, თუ ის ისევ მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის? 69 წლის …

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

გოგოს თუ ბიჭს? ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს იყო ძირითადი კითხვა, რაც ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს – ბებია სედიკოს, შვილ იამზეს და შვილიშვილ ირმას ჰკითხა „ბათუმელებმა“. როგორია მათი დამოკიდებულება ქონების განაწილებისადმი, ვის რჩება ქონების დიდი ნაწილი, ვისზე როგორ უნდა ნაწილდებოდეს ქონება, როგორ ნაწილდება რეალურად და როგორ მოიქცნენ ან მოიქცევიან თავად. სედიკო გელაძემ …

დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს იზოლაციაში  უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი გამოწვევა ახლავს. ბავშვებისთვის  სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში. ამისთვის „იუნისეფი“ მშობლებს დღის განრიგს სთავაზობს. რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში. იუნისეფის რეკომენდაცია ასეთია: [checklist] სასურველია, დღე …

რას სთავაზობს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დასადგენად განაცხადი 1 200-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. ვინ შეიძლება იყოს მრავალშვილიანი მშობელი? – სააგენტოს განმარტებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილი. სტატუსის დადგენის დროს, მნიშვნელობა არ აქვს შვილის ასაკს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება …

„მშობელთა სკოლა“ – როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია სკოლას, მშობელსა და შვილებს შორის

დღეს, 9 მარტს, ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზებით ტრენინგი – „მშობელთა სკოლა“ გაიმართა, სადაც საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში. ასევე, კომუნიკაციის პრობლემები სკოლასა და მშობელს შორის და მშობელსა და შვილს შორის. ტრენინგზე მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ასევე, ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმებზე. მშობლების თქმით, ხშირია შემთხვევები, …

ქუთაისელი მასწავლებელი: ბოლო მშობელთა კრებაზე 3-4 მშობელი იყო, სხვები უცხოეთში არიან

მზია ბუბაშვილი ისტორიის მასწავლებელია ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში. ის „ბათუმელებთან“ ისეთ მწვავე პრობლემაზე საუბრობს, როგორიცაა მშობლების მასობრივი მიგრაცია უცხოეთში. რა იცვლება წლების მიხედვით და როგორია სკოლა და მოზარდი, მშობელთა კრება მშობლების გარეშე. 1987 წლიდან ვმუშაობ სკოლაში. სოფლის სკოლაშიც ვმუშაობდი, საჯაროში და კერძოშიც. ბოლო 18 წელია ქუთაისის საჯარო სკოლაში ვასწავლი და ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა …

რატომ უჭირთ ურთიერთობა სკოლასა და მშობელს

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაა მშობლების მეშვეობით. როგორ გეგმავს მშობლების აქტიურობის გაზრდას და მათი მოტივაციის ამაღლებას ორგანიზაცია? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“  ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თაია მახარაშვილი საუბრობს. ხშირად გვესმის, რომ მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მიზერულია და მშობლების უმეტესობა, ფაქტობრივად, არ ინტერესდება რა ხდება მათი …

ბავშვი მშობლების საწოლში

რატომ არ შეიძლება ბავშვს ეძინოს მშობლების საწოლში, როგორ შეიძლება ეს აისახოს ბავშვის ჯანმრთელობასა და ხასიათზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ფსიქოლოგსა და თერაპევტ-კარდიოლოგს, ეთერ ვარშანიძეს ესაუბრა. ქალბატონო ეთერ, რატომ არ არის რეკომენდებული მშობლებთან ერთად ბავშვის ძილი? აქ არის ორი მხარე: ერთი მხრივ, ერთ საწოლში წოლისას ადვილად გადაეცემა ადამიანს ინფექციური დაავადებები, …

Exit mobile version