ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები საქართველოში ისევ ჩამოვლენ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები საქართველოში ისევ ჩამოვლენ. განათლების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსის“ (Peace Corps) შეთანხმების თანახმად, ამერიკელი ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოს რეგიონების სკოლებში იმუშავებენ. ისინი მოსწავლეებსა და ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებაში. ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული კოლეჯებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და …

ბავშვობისას ამერიკაში გაშვილებული ქეთრინი საქართველოში მოხალისედ ჩამოვიდა

ქეთრინ ნინო ლამანა ამერიკული ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეა. ის ორი წელია აჭარაში ინგლისურს ასწავლის, თავად კი ქართულს სწავლობს. ქეთრინი ამბობს, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს – იგი 1994 წელს თბილისიდან ამერიკაში გააშვილეს.   ქეთრინ, მოგვიყევი რას საქმიანობ? 25 წლის ვარ, პროფესიით ინგლისურის მასწავლებელი და ფოტოგრაფი. ამჟამად საქართველოში ვმუშაობ მოხალისედ და ვცხოვრობ აქ, ულამაზეს აჭარაში. მასწავლებლად …

Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან

Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან. თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 …

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის გამარჯვებული ბათუმიდან

ბათუმელი მარიამ სრესელი ინგლისურ ენაში მართლწერის ნაციონალური კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსი საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ (NESC-GE) მოხალისეების მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება და მასში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მარიამ სრესელი კონკურსში პირველად მონაწილეობდა, მან მეორე ადგილი აიღო ქვეყნის მასშტაბით. „კონკურსის პრინციპი ასეთია, რომ გეძლევა გარკვეული რაოდენობის სიტყვები, რომელიც უნდა ისწავლო და კონკურსზე, რომელ სიტყვასაც ჟიური დაგისახელებს, სწორად …

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა. ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ …

Exit mobile version