9 ტყვია ესროლა და 5 მოხვდა – ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე

დღეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა დავით ბ. და გიორგი შ. მათ პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას [სსკ-ის 19, 109] ედავება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას [სსკ-ის 236-ე მუხლი]. საუბარია 2026 წლის 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: ქუჩაში მყოფ 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9-ჯერ ესროლეს. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ …

ბათუმში ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება – რა თქვეს მოწმეებმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 აგვისტოს, განახლდა საქმის განხილვა, რომელიც მკვლელობის მცდელობას შეეხება. „მითხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა, რა ვალი ჰქონდა, არ ვიცი… ამბობდა, მირეკავენ და მაწუხებენო,“ – უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა – მალხაზ ალტეიბამ. ის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს. ეს მოწმე მდინარე ჭოროხში სავარაუდოდ გადაგდებულ კაცთან მეგობრობდა – მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ. მალხაზ …

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი“ – 19 წლის ბიჭს მკვლელობის მცდელობას ედავებიან

„კიბეზე როცა ჩამოდიოდით, დანა როდის გაშალეთ?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი ოლღა მერებაშვილი და იმის წარმოჩენა სცადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი თავდასხმა იყო და არა აუცილებელი მოგერიება, როგორც ამას ადვოკატები ამტკიცებენ. დღეს, 28 ივლისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. ამ საქმეში ბრალდებულს, 19 წლის ლაშა გ.-ს პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის …

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

დღეს, 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. დღევანდელ სხდომაზე ორი სამართალდამცველი დაკითხეს. საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს. 2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე პირი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა …

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ზღვაში 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს. საუბარია ბათუმში 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ …

ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში

გიორგი სულხანიშვილი 2024 წელს უკვე მეორე მოსარჩელეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვისაც სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს კანონის ის ჩანაწერი მიიჩნიონ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს მსაჯულები ვერ განიხილავენ. გიორგი სულხანიშვილს თავდაპირველად მკვლელობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები აურჩევია. პროკურატურა გიორგი სულხანიშვილს რუსთავში გიორგი მორბედაძის მკვლელობას …

ბათუმში დღეს დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი 44 წლის კაცი კლინიკა BMC-ში იყო მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს მრავლობითი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და „რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაფიქსირდა სიკვდილი“. კლინიკაში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ჭრილობა ჰქონდა კაცს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღისგან იყო მიყენებული და პაციენტს ბევრი სისხლი ჰქონდა …

ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 16-16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულებს ა.ქ.-ს და ო.ქ.-ს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან. საუბარია 31 იანვარს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ო.ქ-მ და ა.ქ-მ უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ორი პირის – ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა …

კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“ ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში …

დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოსამართლეს: ვნანობ ჩემს საქციელს, გამიგეთ?

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კახა კ.-ს. მას დედის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. შემთხვევა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 28 სექტემბერს, ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ყელის და სახის არეში დანით  სიცოცხლისთვის საშიში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კიდექსის 11 პრიმა ერთი 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის სხეულის მძიმე დაზიანებას …

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გათავისუფლებას ითხოვს

“არ მესმის, რატომ არ უნდა გამათავისუფლოთ. სად დაინახეთ მიმალვის საფრთხე? მაგ შემთხვევის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი პოლიციას და ჩავბარდი,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ბაჩუკი გ.-მ.  საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ბრალდებულის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის წინააღმდეგია. მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში …

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …

მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა. 18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან …

22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

22 წლის გიორგი ს.-ს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბრალდებულმა ჯერ სცემა, ხოლო შემდეგ დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ასევე 22 წლის ახალგაზრდას. დაზარალებულად ცნობილი ნიკა ბ. საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჯანმრთელია. ბრალდებული და დაზარალებული კლასელები იყვნენ. ორივე მათგანი ბათუმში, …

ბრალდებულის საქმე, რომელიც ბადრაგირების დროს პოლიციას გაექცა

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ლერი შ.-ს საქმეს განიხილავს. მას ცემისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, სამართალდამცველებისგან გაქცევას ედავებიან. ბრალდებული მიმდინარე წლის 20 ივნისს ბადრაგირების დროს, მელიქიშვილის ქუჩაზე მანქანიდან გადმოხტა და მიიმალა.  “პოლიციის მეორე განყოფილების პოლიციელებმა სასტიკად მცემეს, ამიტომ გავიქეცი,“ – უთხრა დღეს მოსამართლეს ბრალდებულმა. მან ასე თქვა, რომ გაქცევას და ცემას აღიარებს, მკვლელობის მცდელობას – არა. გამოძიების …

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ი.ა.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია მიმდინარე წლის 17 ივლისს თხილნარის ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაზე, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა. ბრალდებული, ვისაც დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. დღეს, 19 ივლისს პოლიციაში სხვა ახალგაზრდა გამოცხადდა, ვინც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და თავად უნდა …

Exit mobile version