თურქეთი მიწისძვრის დროს გადარჩენის წვრთნებს შაბათს მთელ ქვეყანაში ჩაატარებს

თურქეთი პირველად ჩაატარებს მიწისძვრის საწინააღმდეგო სწავლებას ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 81 პროვინციაში. თურქული მედიის ცნობით, სწავლება შაბათს, 12 ნოემბერს, 18:57 საათზე გაიმართება. სწორედ ამ დღეს, 1999 წელს, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განცხადებები გაკეთდება ტელევიზიისა და რადიოსადგურების საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, კატასტროფის ავტომატიზებული გაფრთხილების საშუალებით. თურქეთის შს მინისტრმა სოილუმ აღნიშნა, რომ ეს იქნება …

თურქეთში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ძაღლი 3 დღის შემდეგ ამოიყვანეს

თურქეთში, ქალაქ იზმირში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ძაღლი ამოიყვანეს. ძაღლი, სახელად „არესი“ 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ნანგრევებში. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ძაღლი მკურნალობის შემდეგ პატრონს დაუბრუნდება. 6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსები. ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. ასზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს მაშველებმა იზმირში. 106-ე, …

ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი 65 საათის შემდეგ ამოიყვანეს – მიწისძვრა იზმირში

თურქეთში, ქალაქ იზმირში, სამი წლის ბავშვი ამოიყვანეს მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 65 საათის შემდეგ. 3 წლის გოგონა, სახელად ელიფი, უკვე საავადმყოფოშია. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ბავშვი ქალაქის 106-ე მცხოვრებია, რომელიც მაშველებმა ნანგრევიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში, ქალაქ იზმირში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანია დაღუპული. 6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. …

6.8-ბალიანი მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგების ხმა მკვლევარებმა ჩაიწერეს – თურქული მედია

თურქული მედია ქალაქ ელაზიღში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგების ხმის ჩანაწერს ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ჩაწერა შეძლო ამერიკული უნივერსიტეტის კონსორციუმმა, რომელიც მიწისქვეშა ქანებს იკვლევს. უნივერსიტეტმა ჩანაწერი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. თურქეთში წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. თურქული მედიის ცნობითვე, ქალაქ ელაზიღთან არსებული ერთ-ერთი სოფელი მთლიანად დაინგრა. მიწისძვრის …

Exit mobile version