„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია [Video]

რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს. ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ …

რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია, თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში, სოფელ თხილნარში მცხოვრები 9 ბავშვის შესახებ, რომ თითქოს ბავშვები სოციალურმა სამსახურმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ინფორმაცია, როგორც ახლა მომხდარი ფაქტი ისე ვრცელდება და მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს. ლორთქიფანიძე წერს, რომ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთშიც …

მინდობით აღზრდის შემდეგ 18-დან 25 წლამდე პირები თვეში 465 ლარს მიიღებენ

2020 წლიდან პირველად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლებენ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“. „მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს …

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …

1496 ბავშვი მინდობით – ვითარება ბავშვთა სახლების შემდეგ [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მინდობით აღზრდაში სულ განთავსებულია 1496 ბავშვი; 2016 წლის მონაცემებით მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით ისარგებლა – 1355 ბავშვმა; 2017 წელს მინდობით აღზრდაში სახელმწიფო 1448 ბავშვზე ზრუნავდა; 2016 წელს მიმღები ოჯახის უპირატესობით მინდობით აღზრდიდან გაშვილდა 4 ბავშვი;  2017 წელს – 7; 2018 წელს – 5 ბავშვი; „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ …

1343 ბავშვი მინდობით აღზრდაში

საქართველოში, 674 ოჯახში, მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს, საკმარისია თუ არა სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მინდობით აღზრდის შესახებ? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. რატომ ხვდებიან ბავშვები მინდობით აღზრდაში ბოლო მონაცემებით, 100 ბავშვი აჭარაში საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. …

Exit mobile version