სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-2023 წლებში, 13-მა სახელმწიფო უწყებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებში 12 მლნ 168 918 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. აქედან, ყველაზე მეტი თანხა – 1 მლნ 324 666 ლარი, „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ დახარჯა. როგორც სახელმწიფო აუდიტი ამბობს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები „არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ იმყოფებოდნენ მივლინებებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ მივლინებაში გატარებული …
Tag Archives: მივლინება
უმაღლესი საბჭოს წევრების მივლინებები „უცხოური გავლენით“ – პარიზი, კრაკოვი, ამსტერდამი
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტების მიზნობრიობასა და დაფინანსებას თუ გადავხედავთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს კითხვა – ისინიც ხომ არ უნდა დაექვემდებარონ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ? გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საქმიანი ვიზიტით, გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად …
18 655 ლარი ელისო ბოლქვაძისა და მისი თანმხლები ჯგუფის ბელგიაში ვიზიტისთვის
ბელგიაში ელისო ბოლქვაძის და მისი თანმხლები პირების ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან 18 655 ლარი დაიხარჯა. საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ პარლამენტიდან მოაწოდეს. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და მისი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილს სამუშაო შეხვედრები ბელგიაში, ბრიუსელში 4 ნოემბერს ჰქონდათ. საჯარო ინფორმაციაში არ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია, კიდევ ვინ ახლდა ელისო ბოლქვაძეს ბრიუსელში და რამდენ დღეს გაგრძელდა ვიზიტი. ელისო ბოლქვაძეს …
Continue reading “18 655 ლარი ელისო ბოლქვაძისა და მისი თანმხლები ჯგუფის ბელგიაში ვიზიტისთვის”
ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდნენ მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს“, – ასე მთავრდება ბათუმის მერიის მიერ წუხელ გავრცელებული განცხადება. – „ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“. საქმე იმაშია, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ …
Continue reading “ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით”
იუსტიციის სამინისტროს განმარტება 17-ათასლარიან ბილეთზე: წულუკიანმა ბიზნესკლასით იფრინა
იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრმა განმარტება მოგვაწოდა თეა წულუკიანის ნიუ იორკში ვიზიტის შესახებ, რისთვისაც მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში ბიუჯეტიდან 17 118 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, თეა წულუკიანმა ბიზნესკლასით იმგზავრა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის #211 დადგენილების თანახმად (მუხლი 3, მე-14 პუნქტი) იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ხანგძლივობა 5 საათზე მეტია, შესაძლებელია ბიზნესკლასის ბილეთის …
მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2017 წელს თანამშრომლებზე მივლინებისთვის გადახდილი 11 061 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია „ხარჯებში“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი და თავის ანგარიშში საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებზე მიუთითებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანსამბლ „ბათუმის“ მიერ მივლინებისთვის გაცემული 6 071 ლარი და მუსიკალური ცენტრის მიერ გაცემული 4 …
Continue reading “მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი”
რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში
28 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დავით გაბაიძის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 9523 ლარი დაიხარჯა, თუმცა ავიაბილეთებისა და ვიზის მოსაკრებელი [ჯამში 2493 ლარი] მან საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა …
Continue reading “რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში “