სხალთის მთავარეპისკოპოსმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფეისბუქზე. „დეკანოზმა გიორგი ფუტკარაძემ აღიარა და შეინანა თავისი კანონიკური შეცდომა, შესაბამისად, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს ამა წლის 21 სექტემბრიდან აღუდგინდეს მღვდელმოქმედების უფლება“ – წერია დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აწერს. სხალთის მთავარეპისკოპოსმა დეკანოზ …

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა… ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა, რუსები იყვნენ ყველა… რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია იქნება ერთი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება,“ – მორიგ პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რასაც საპატრიარქო ისევ არ იმჩნევს. ეპისკოპოსი სპირიდონი გამორჩეულია კრემლისტური გზავნილების ტირაჟირებით და სიძულვილის ენით. 3 დღის წინ …

„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე

„ეკლესია ერთია“ – მიიჩნევს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – სხალთელი მთავარეპისკოპოსი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის პატრიარქი არაქრისტიანულად იქცევა …

რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი – სხალთის მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძმები ჩხუბობენ“ და „ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ“. სხალთელი ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე, გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე. „არის წინასწარმეტყველება მამების, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი წმინდა რუსეთი. ეს არის უკრაინა, …

ეპისკოპოსი სპირიდონი: პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა, იქით მიუშვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, რომლის მთელი ქადაგება …

Exit mobile version