ბათუმში მატარებელი ბავშვს დაეჯახა – მას ოპერაცია უტარდება

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულ ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. __________________ მსგავს თემაზე:  …

ბათუმი-თბილისის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა

სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“ და ჰკითხა, აღდგა თუ არა მატარებლის მოძრაობა. რკინიგზა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. მგზავრების თქმით, თითქმის ერთი საათია ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. „გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“- ეუბნება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

ბათუმი-თბილისის მატარებელი 2 საათი ზესტაფონში იყო გაჩერებული

ბათუმი-თბილისის მატარებელი თითქმის ორი საათია ზესტაფონშია გაჩერებული. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მატარებელი 13:17 საათზე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა ისევ ზესტაფონში დგას. „გაითიშა დენის წყარო, გათბობა, კონდიცირება, არ იღება კარები, რომ ჟანგბადი მაინც გვქონდეს“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. მისი თქმით,  იმის გამო, რომ ბათუმში გზები გაუწმენდავია და გადაადგილება შეფერხებულია, ზოგიერთმა მგზავრმა მატარებელზე დააგვიანა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის …

ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთი საათის დაგვიანებით გავიდა სადგურიდან

დღეს, 15 იანვარს, ბათუმი-თბილისის მატარებელმა, რომელიც 17:20 წუთზე უნდა დაძრულიყო დედაქალაქისკენ, რკინიგზის სადგური ერთი საათის დაგვიანებით დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, როგორც მგზავრებს განუმარტეს, ერთსაათიანი შეფერხების მიზეზი ელექტროენერგიის არასტაბილურობა გახდა. საქართველოს რკინიგზა ადასტურებს, რომ მატარებლის შეფერხების მიზეზი სწორედ ძაბვის პრობლემა იყო.  

ბათუმი – თბილისის მატარებელი ერთი საათით გაჩერდა

დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გასული მატარებელი მოულოდნელად ჩოლოქის დასახლებაში გაჩერდა.  მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი ელოდნენ გზის გაგრძელებას. „გამცილებლის თქმით, მატარებელი დაეხაჯა მოჭრილი ხის ტოტებს, რომელიც ერთ-ერთ ნაკვეთზე ცუდად გაჩერებულ სატვირთოზე იყო დაწყობილი. ტოტებმა მატარებელი დააზინა… ადგილზე მოვიდნენ პოლიციელები და ოქმი შეადგინეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17 …

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

დღეს, 2 ივლისს, ბათუმში 80 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს. „მედცენტრის“ ინფორმაციით დაშავებული ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო, იგი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან არ აღდგება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 1-ლი თებერვლიდან არ აღდგება. დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე …

28 ნოემბრიდან მატარებელიც აღარ იმოძრავებს

28 ნოემბრიდან მატარებელიც აღარ იმოძრავებს. მთავრობამ პანდემიის გამო კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 26 ნოემბერს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან აკრძალულია მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. შეზუდვა არ ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანებსა და ტაქსებს. ამ თემაზე: რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან

როდის დაიწყება მატარებლის ბილეთების გაყიდვა

2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ, 8 ივნისს, მიიღო. ამ დროისთვის საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო ბილეთების შეძენა არ არის ხელმისაწვდომი. რკინიგზის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება მატარებლების მოძრაობის განრიგი, რომელიც სავარაუდოდ შეიცვლება. „2-3 დღეში ცნობილი იქნება განრიგიც და მგზავრობის ფასიც, რის შემდეგაც გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი …

მატარებლების მოძრაობა 15 ივნისიდან განახლდება

მთავრობის დადგენილებით, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის, აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა,“-აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რკინიგზაში განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულები.  ,,პირველ რიგში, …

სატვირთო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თბილისი-ფოთის მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია გავრცელებამდე შეძლეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა შუახნის მამაკაცი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, დაახლოებით 44 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, დაზარალებული მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა: „აღენიშნებოდა სეროზული დაზიანებები, ჰქონდა სისხლდენა, იყო კონტაქტური. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] .“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან …

ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება. „ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც …

Exit mobile version