„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში

გუშინ, 6 დეკემბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „ნანუკას შოუ“, ტელეწამყვანს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა სტუმრად მიწვეული. ერთ-ერთი სტუმარი იყო მე-2 კლასელი გოგონა, რომელიც წამყვანთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობდა. დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანსა და მე-2 კლასელ გოგონას შორის ასეთი დიალოგი შედგა: ჟურნალისტი: „შენ როგორ გგონია, როგორ დავიბრუნებთ აფხაზეთს?“ გოგონა: „მე ესეთი იდეა მქონდა, ჩვენ მოვიპარავთ, …

„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს

მოსამართლე ლევან გელოვანი ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს ცნიბილი საპროტესტო აქციის შემდეგ, თავდაპირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი. ლაშა დეკანაძე ერთადერთია, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის აღიარებაზე უარს ამბობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგინდა. …

საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა. „ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – …

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …

ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს

ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები დაკავებულების ათამდე ახლობელს შეხვდნენ. „დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პროკურატურასთან კომუნიკაციაში. აქამდე ჩვენ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიდგომა იყოს ერთიანი და არა ისე, რომ ერთს მცირე დროით უფორმებენ საპროცესოს, სხვებს კი მკაცრი სასჯელის …

განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო …

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე …

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა: „თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“. „ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ …

პროკურატურა „ბათუმის აქციის მონაწილეებს“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

პროკურატურა „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გოდერძი გორგილაძეს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შესთავაზეს და 6 წლით პირობითი მსჯავრი. საპროცესო შეთანხმების მთავარი მოთხოვნა ბრალის აღიარებაა. ზაზა პაპიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ ყველა ბრალდებულს შესთავაზა, ვისაც მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში …

Exit mobile version