„ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა: „ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ ქართუში, მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. …

ქორწილები ისევ არ იქნება

„ქორწილები ისევ არ გაიმართება,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ციქიტიშვილმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე, სავაჭრო ობიექტების გახსნასა და კაფეების ღია ნაწილის ამუშავებაზე. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. დღეს, 22 იანვარს, მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება ქორწილებს და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ჯერჯერობით უცნობია, …

მაისის თვეში შევძლებთ შეფასებას, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური – ცქიტიშვილი

„ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, აპრილის თვეში რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო მარტის თვის ხელფასი. შესაბამისად, მაისში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა დაკარგა სამსახური აპრილში,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, დახმარების პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს, ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ინტენსიურად მაისიდან დაიწყება

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს. „დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის …

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

დღეს, 24 სექტემბერს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: …

ქობულეთის სანაპიროს ზღვის სეზონისთვის სანახევროდაც ვერ აღადგენენ

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქობულეთში გასამაგრებელი სანაპირო ზოლის სიგრძე 1900 მეტრია. ბულვარის, სულ მცირე, 700- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა კი, 2018 წლის 15 ივნისამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ფონდის ადრინდელი გათვლებით, სანაპიროს სრული რეაბილიტაცია 2 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული. „ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოსაწყობად საჭირო …

ინფრასტრუქტურის მინისტრი ქობულეთის სანაპიროზე: ძალიან სავალალო მდგომარეობაა

დღეს, 22 აპრილს, ქობულეთის ზღვისპირა ზოლში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები გააჭიანურა და შეაჩერა. „სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი პირველი მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ …

Exit mobile version