ქობულეთის სოფელ ხუცუბანში თეთროსნის ნაეკლესიარს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თეთროსნის ნაეკლესიარს [შუა საუკუნეები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა ხელი 2026 წლის 14 იანვარს მოაწერა. ბრძანება 16 იანვრიდან ამოქმედდა. ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე არაერთ ობიექტს. ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა …

ზედმეტად გადახდილია 527 000 ლარი – აუდიტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვებზე

„შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527 ათასი ლარი“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი. აუდიტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, ანგარიში კი ახლახანს გამოაქვეყნა. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული …

ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ სააგენტო ფეისბუქზე წერს. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის …

ნიკოლოზ ანთიძე ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე: გარდაცვლილი უნდა დაკრძალო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი  მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის …

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 და  ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული …

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით …

“სლავა 2015” ტროტუარის აღდგენას აღარ აპირებს

“ტროტუარის აღდგენას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს სასამართლოს არ დაუვალებია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანიის „სლავა 2015“-ის იურისტი, გურამ ღოღობერიძე. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაჩვენა, სადაც წერია, რომ კომპანია უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. იურისტის განმარტებით, მათთან მერიას არ უდავია მიყენებული ზიანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის კუთხით. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის …

Exit mobile version