ბათუმში 50 წლის ქალი მოკლეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის ქალი მოკლეს, ის ბელორუსიის მოქალაქეა. მკვლელობა სავარაუდოდ დანით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

TV 25-ის ცნობით, ბათუმში სროლის ხმა ისმოდა

დღეს, 2 ნოემბერს, სროლის ხმა ისმოდა ბათუმში. პუშკინისა და ლორიას ქუჩების კუთხეში მდებარე ვულკანიზაციასთან გასროლის ხმა დაახლოებით 17:45 წუთზე გაისმა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველ კადრებს TV 25 ავრცელებს. კადრში ჩანს, როგორ გარბის ორი პირი ავტომანქანით, მათ უკან კი ორი პირი მისდევს ხელკეტით. “გასროლის ხმა როგორც კი გავიგე, გავიხედე და დავინახე, რომ ორი პირი …

კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია, საქმეების 90%-ზე მეტი გაუხსნელი რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია. 2018 წელს პოლიციამ სულ 1051 კომპიუტერული დანაშაული დაარეგისტრირა, 2019 წელს – 1611, ანუ 53%-ით მეტი, 2020 წელს კი, მხოლოდ იანვარ-აგვისტოში დარეგისტრირდა 1543 კიბერდანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26.17%-ით აღემატება. შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის …

ბათუმში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

ბათუმში 8 სექტემბერს ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია ადრე დილიდან მუშაობდა. წაიღეს თუ არა აპარატიდან თანხა და რამდენი, „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“. ეს მუხლი ქურდობას გულისხმობს. სს კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით: „ქურდობა, ესე იგი, …

შსს: ოზურგეთში ქალი დაჭრეს და დააყაჩაღეს

ოზურგეთში სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ყაჩაღობის დროს გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა. ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძიების ვერსიით ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება …

ბათუმში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

ბათუმში 12 ივლისს, გამთენიისას, ორი პირი დაჭრეს. 20 და 22 წლის დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ დილის  6 საათზე  შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილებიდან ერთს ჭრილობა მუცლის  ღრუსა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორე კი მარცხენა იდაყვსა და მარჯვენა ბარძაყში იყო დაჭრილი. ორივე დაჭრილს კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში 6 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს …

დაკავებულია პირი, რომელიც მიზანმიმართულად შეეჯახა პოლიციის მანქანებს -შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. კერძოდ: პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის. შსს ინფორმაციით, 35 წლის ზ.ჭ. წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი. „2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო …

ხელვაჩაურში სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებული ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზ “დავითთან” ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებიდან არაფერი მოუპარავთ. “ბათუმელების” ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ოთხი სხვადასხვა ავტომანქანის შუშა. ადგილობრივები “ბათუმელებთან” ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით …

ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია

ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა.  ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა,  კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება.  მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს  რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ  ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან. შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ …

დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 12 100 აშშ დოლარის მითვისება ედება

აჭარაში თანხის მითვისების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მოქალაქემ მისთვის უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოსაყვანად 12 100 აშშ დოლარი ჩაურიცხა, თუმცა დაკავებულმა აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის …

პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ …

ბათუმში ნაცემი კაცი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს რვა საათზე კაცს სცემეს. იგი ექიმებმა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, 30 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. დადგენილია ორი სავარაუდო დამნაშავე, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში …

ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ  აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. “ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი …

ბათუმში ავტომობილი დაცხრილეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. დაჭრილია 30 წლამდე კაცი, რომელიც გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. პირველი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მეორე მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას და გამოყენებას. შსს ცნობით, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის და …

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

2 მარტის საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით 5 ადამიანია დაკავებული. ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა, რის შედაგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე, 239-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს შორის კონფლიქტი პირველ …

ბათუმში სამი მარკეტის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ფაქტზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 22 წლის ე.კ. დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა. სამართალდამცველებმა ე.კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანა …

ბათუმში სუპერმარკეტი გაქურდეს – წაღებულია ფული და სიგარეტი

ბათუმში, მელიქიშვილის #111-ში მდებარე სუპერმარკეტი გაქურდეს. სუპერმარკეტიდან წაღებულია ფული და სიგარეტი. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა სუპერმარკეტის კარი სპეციალური ხელსაწყოებით გააღეს. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობენ. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე.  მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.  

ბათუმში გუშინ 38 წლის ქალი მოკლეს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ბათუმში გუშინ, 24 ნოემბერს ერთი ქალი მოკლეს და ერთი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში …

გორგილაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ტექნიკის მაღაზია გაქურდეს და მობილური ტელეფონები მოიპარეს. მაღაზიის მინის კარი დღეს დილით მეპატრონეს ჩამტვრეული დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეები და მიმდინარეობს მათი ძებნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბათუმში „ბერმელის“ გაძარცვა სცადეს

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ბერმელის“ თანამშრომლის გაძარცვა სცადეს. შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე მოხდა. „ორი ნიღბიანი ბიჭი მოვიდა ჩემს თანამშრომელთან, რომელიც ამ დროს ოფისს კეტავდა. ისინი ითხოვდნენ, კარი არ დაეკეტა და ფული მიეცა მათთვის. თანამშრომელმა კივილი დაიწყო და კისერში წაუჭირეს ხელი. ამ დროს მოცვივდა ხალხი და ფულის წაღება ვეღარ მოახერხეს. …

ჯარიმა მერაბ ბლადაძის ცემისთვის

შს სამინისტროს ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც მერაბ ბლადაძის ცემა აღიარეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. შემთხვევა 14 მაისს ბათუმში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, „უფლებადამცველ მ.ბ.-ს, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზ.ბ.-მ მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ს.ბ-ს ჯარიმის სახით 1000 ლარი დაეკისრა, ზ.ბ-ს კი 2000 ლარი. ფაქტზე …

თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს

ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“  „რესპუბლიკური პარტიის“ …

მოქალაქე ამბობს, რომ ის ბათუმში საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბათუმში მცხოვრები მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ მას საკუთარი საცხოვრებელი ბინის ეზოში, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაში, 14 მაისს, დაახლოებით 00:30 წუთზე, თავს დაესხა სამი უცნობი პირი და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მერაბ ბლადაძეს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს, სადაც თვითონ მივიდა. მიყენებული აქვს ჭრილობები თავის არეში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. „ღამის პირველის ნახევარზე …

მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

შაბათს, 4 მაისს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ბათუმში „ცხელ კვალზე დააკავეს“. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის …

რა ელით ქართველ არალეგალ მიგრანტებს ევროპაში – შს სამინისტროს პოზიცია

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ხელის შეწყობა დასჯადი გახდება, თუკი პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კანონპროექტს მიიღებს. შსს-ს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ შეუმუშავებია. პირველადი პროექტის მიხედვით, პასუხისგებაში მიეცემიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არა მხოლოდ გადაკვეთენ, არამედ ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებს, უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი. ეს ერთ-ერთი …

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს ბათუმის მცხოვრები ცემაში ადანაშაულებს

ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ წუხელ, 23 მარტს, უცნობმა პირებმა საქართველოს პარლამენტის წევრის,  მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს. “ორ მეგობართან ერთად პანაშვიდზე ვიყავი აეროპორტის დასახლებაში. ჩემი ძმაკაცის სიძე გარდაიცვალა. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო. პანაშვიდიდან გარეთ როცა გამოვედით, დაგვხვდნენ. დაახლოებით 10-12 კაცი იყო. ჩვენ ვიყავით სამი. სამივე ნაცემი ვართ. რომ წავიქეცი …

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 6 პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ქობულეთში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი ამხილა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ “მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ”. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 …

ზღვამ ბათუმში ახალშობილის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს,  დილით იპოვეს. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც  ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის …

ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი ძარცვის მუხლითაც წაუყენეს

40 წლამდე მამაკაცს, რომელიც ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული, სამართალდამცავები ძარცვაშიც ადანაშაულებენ. ბრალდებული ადრეც ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით უკვე წაუყენეს. საუბარია 2017 წლის 31 ივლისს მომხდარ ფაქტზე, როცა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან თანხა გაიტაცეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მარკეტში საღეჭი რეზინა იყიდა, ხურდის დაბრუნების დროს კი, მოლარის …

ბათუმში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ხიმშიაშვილის ქუჩის 17 ნომრიდან დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღეს, „მისვლის დროს ადგილზე დაგვხვდა პოლიცია. გარდაცვლილები დაახლოებით 17-18 წლის ახალგაზრდა კაცები არიან.  სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები უნდა იყვნენ, “ – უთხრეს …

ქობულეთში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

სამი დღის წინ, 30 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მეზობელმა დანით დაჭრა 44 წლის მეზობელი მამაკაცი. ის მიყენებული ჭრილობის შედეგად წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული სოფელში არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეზობლის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ  წუხელვე დააკავა. ბრალდებული აქამდეც იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსით.  

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „გამოძახება გვქონდა ღამის 2 საათიდან 3 საათის შუალედში, იყო დაჭრის ფაქტი. პოლიციელი დაჭრილი იყო წინა მხრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. ის გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გადაყვანის დროს სტაბილური იყო. დაჭრილი პოლიციელი 30-იდან 35 წლამდეა. …

შსს-ს კომენტარი ავტომანქანის დაცხრილვისა და დაჭრის ფაქტებზე

30 ივლისს, ბათუმში ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო ქობულეთში სოფელ ცეცხლაურში დაჭრის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის შემთხვევაში დაზიანებულია ავტომანქანა და გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები; ცეცხლაურის შემთხვევაში კი, დადგენილია პიროვნება და მიმდინარეობს …

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, წუხელ, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ის, ვინც მამაკაცი დაჭრა, ადგილიდან მიიმალა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის დაჭრილი და ის ამ დროისთვის ქობულეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს. სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმში ავტომანქანა დაცხრილეს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის ბოლოში, დღეს, 30 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს. მანქანას მარჯვენა მხრიდან და საქარე მინაზე რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე მუშაობს საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. პერიმეტრზე, რომელიც სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული, ყრია მასრები და დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. როგორც ჩანს, გორგასლის ქუჩაზე ავტომანქანა, რომელიც დაცხრილეს, ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა. …

Exit mobile version