“თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო დარღვევებზე  

“თავისუფალი დემოკრატების” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე ამბობს, რომ მათი პარტიის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს. კობა ჩხეიძე ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს კარუსელის გზით არჩევნების გაყალბებასთან. „თავისუფალი დემოკარტების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კობა ჩხეიძის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე გამოავლინეს რამდენიმე მარკირებული ამომრჩეველი, რომლებიც განმეორებით ცდილობდნენ ხმის მიცემას: „15 წუთის წინ ბათუმის 21-ე უბანში …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

კობა ჩხეიძე: მთავრობა ილუზიაშია, როცა ჰგონია, რომ საჯარო მოხელეები მათი რესურსია

კობა ჩხეიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ბათუმის 69-ე  საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. კობა ჩხეიძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრია. კობა, რომ გვითხრათ, რატომ დაგასახელათ პარტიამ 69-ე ოლქში მაინცადამაინც თქვენ და არა სხვა? მე ვცხოვრობ ამ სამაჟორიტარო არეალში, უამრავი მეგობარი მყავს და დღეის მდგომარეობით ვარ ამ სამაჟორიტაროს – რუსთაველის მაჟორიტარი საკრებულოში. …

ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი

„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …

Exit mobile version