რა სარგებელი მიიღო ბიუჯეტიდან კომპანიამ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრმა სიძეს აჩუქა – TI

„მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც „ტრეიდინგ სერვისის“ გამარჯვებით დასრულდა… “ – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრის ირაკლი პატარიძის შესახებ დღეს, 19 მარტს, გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. „ტრეიდინგ სერვისი“ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანიაა. მან ამ კომპანიის წილები 2019 …

საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“: მოვუწოდებ ჟურნალისტებს პოზიტიური ამბით დავიწყოთ გამოშვება

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ოცნების“ უმრავლესობიდან, ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო უსაყვედურა: „იქნებ დავიწყოთ პოზიტიური ამბების გაშუქებით“. საკრებულოს წევრმა ამ განცხადების წინ მის სამაჟორიტარო უბანში განხორციელებულ ინფრასტრუტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ სრულად გადაიღო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მაგრამ არ გააშუქა: „ყველაფერი გადაიღო და  ჩაწერა კომენტარები, მაგრამ …

საკრებულოს წევრის უცენზურო ტექსტი რ2-ის ჟურნალისტებზე, წაშლილი ბოდიში და სხვა სკანდალი 

ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. იგი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, თუმცა მედიაში მისი სახელი და გვარი განათლებისა და კულტურის საკითხებთან კავშირში არ ხვდება. „წადით ახლა და გვარამიას მო…ეთ“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს არჩეული დეპუტატი რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლას ფეისბუქზე. მოგვიანებით პატარიძემ ფეისბუქზე თავისი ნაწერი წაშალა, ბოდიში მოიხადა …

ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს  ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი …

საკრებულომ სკვერის სტატუსი ადგილს კორპუსის აშენების შემდეგ მიანიჭა 

ჯავახიშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ყოფილი შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთს ბათუმის საკრებულომ ივანე ჯავახიშვილის სკვერის სტატუსი მიანიჭა. სკვერის სტატუსი ამ ადგილს მრავალსართულიანი კორპუსის აშენების შემდეგ ექნება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე ირაკლი პატარიძემ გამოიტანა, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ. საკრებულოს წევრობამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში. „თუკი გინდოდათ სკვერი ამ ადგილას, კორპუსი რატომ ჩადგით …

საკრებულოს წევრი, რომელიც ბათუმის მერიის ტენდერებს იგებს: „ისტორიაში შევედი“ 

ირაკლი პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებს და მოგებასაც. იგი ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ამავდროულად ბიზნესმენიცაა. ირაკლი პატარიძე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანიებში – „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE . ამ კომპანიასთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებენ. საკრებულოში შესვლამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ …

Exit mobile version