ივანე აბაშიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა

𝟐𝟎𝟐𝟏 𝟐𝟔-𝟑𝟎 ივლისს გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (𝐈𝐌𝐎) საზღვაო იურიდიული კომიტეტის რიგით 𝟏𝟎𝟖-ე სესია (𝟏𝟎𝟖𝐭𝐡 𝐒𝐞𝐬𝐬𝐢𝐨𝐧 𝐨𝐟 𝐈𝐌𝐎 𝐋𝐞𝐠𝐚𝐥 𝐂𝐨𝐦𝐦𝐢𝐭𝐭𝐞𝐞). იურიდიული კომიტეტის წლევანდელი სესია ისტორიულია საქართველოს დელეგაციისათვის. მიმდინარე სესიაზე კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად აირჩიეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე. 𝐈𝐌𝐎-ს იურიდიული კომიტეტი შეიქმნა 𝟏𝟗𝟔𝟕 წელს და წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ ორგანოს საზღვაო და …

მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება. „სააგენტოს ევალება …

ენერგოეფექტურობის გლობალურ პროექტში საქართველო ლიდერი საპილოტე ქვეყანაა

2018 წლის 13 ნოემბერს ჩინეთში, ქ. ჰანგზუში, გაიმართა ენერგოეფექტურობის გლობალური პროექტის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს, როგორც ლიდერი საპილოტე ქვეყნის სახელით, დაესწრო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა „გლობალური საზღვაო ენერგოეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის (GloMEEP) პროექტის მიერ მიღწეული შედეგები, კერძოდ, პროექტის ფარგლებში ლიდერმა საპილოტე ქვეყნებმა წარადგინეს შემდეგი 3 სახის დოკუმენტი: [checklist] სახელმწიფოს შეფასება …

რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა მეზღვაურებმა სანამ გემთმფლობელთან კონტრაქტს გააფორმებენ

საზღვაო შრომის კონვენციის თანახმად, მეზღვაურებმა განურჩევლად ეროვნებისა, დასაქმებისას აუცილებლად უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება გემთმფლობელთან ან მის წარმომადგენელთან. ხელშეკრულება მეზღვაურებს იცავს უცხო ქვეყნის ნავსადგურებში მიტოვებისა და შრომითი ტრეფიკინგისაგან. მეზღვაურის ხელფასის ოდენობა, გემთმფლობელის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზღვაურის უკან გარანტირებული დაბრუნება, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ვადები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აუცილებელია კონტრაქტში …

Exit mobile version