„თხილის ფასი 6-7 ლარია, პროდუქციის 80 %-ი ევროკავშირის ბაზარზე გადის“ – ასოციაცია

„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი. „ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში …

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

„კლიმატურ პირობებს“ უკავშირებენ თხილის დაბალ ფასს საქართველოს მთავრობაში, სადაც დღეს, 31 ოქტომბერს გადაწყვიტეს, რომ უკვე თხილის სუბსიდირებაც საჭიროა ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირების შემდეგ. თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოყვეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ბაღის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის …

აუქციონი თხილის შეძენაზე მომავალი კვირიდან დაიწყება

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის. შემდეგი კვირიდან, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში თხილის მწარმოებელთა ფეისბუქ გვერდზე 12-დან 3 საათამდე ექსპორტიორები და ქარხნები თხილის შესყიდვის ონლაინ პროცესში ჩაერთვებიან. ასოციაცია პროექტს კოორდინირებას ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე გაუწევს. პროექტის მიზანი, ფერმერებისთვის ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებაა-შემსყიდველისთვის კი, საუკეთესო თხილის მიღება. ასოციაცია ფერმერებს თხილის რეალიზებაში ამ დრომდეც ეხმარებოდა, …

აჭარაში 5000 ტონა თხილის მოსავალს ელიან – საჭიროა 3-4 საშრობის მოწყობა

2019 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თხილის მოსავლის რეკორდულ რაოდენობას ელიან. საუბარია, დაახლოებით 5 000 ტონა თხილზე, რაც ქვეყანაში წარმოებული თხილის 10 %-ია. ფაროსანამ უკან დაიხია, თუმცა დარგში არსებული პრობლემები ამით არ ამოწურულა. ამ საკითხებზე სასაუბროდ გუშინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის …

Exit mobile version