შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე …
Tag Archives: თანხის გამოძალვა
ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 …
Continue reading “ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს”
ამერიკელი მკვლევარი: ბათუმში, ღამის კლუბში თანხა გამომძალეს
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს. რობი [სახელი შეცვლილია] კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კონკრეტული თემის საკვლევად ერთი წლით ჩამოვიდა საქართველოში. რობიმ სამეცნიერო კვლევა ბათუმში შემოდგომაზე დაიწყო. „23 ნოემბერს მეჩეთთან ახლოს თურქი ეროვნების კაცი გავეცანი. მითხრა, მურატი მქვიაო. შემომთავაზა ღამის კლუბში წავიდეთ, კარგად გავერთობითო, კლუბი ჩემია და ფულზე არ იდარდოო. …
Continue reading “ამერიკელი მკვლევარი: ბათუმში, ღამის კლუბში თანხა გამომძალეს”
ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე მეორეს ფულს სძალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სკოლის ერთი მოსწავლე, სავარაუდოდ, ფულს მეორე მოსწავლეს სძალავდა. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფროსკლასელი დანით ემუქრებოდა და ასე სძალავდა ფულს. გამოძალვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის …
Continue reading “ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა”
ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს
თურქეთის სამი მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში. ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას …
რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე
ღამის კლუბ „ვოგში“ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღეს, 21 აპრილს, სასამართლოს ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, ვინც 25 იანვრის საღამოს დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები დაკითხეს და ფოტოსურათებით ამოცნობა მოაწყვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის 6 მოქალაქის თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა …
Continue reading “რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე”
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება
ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა. „მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ …
Continue reading “ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება”
ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს
ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …
Continue reading “ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს”