ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები წუხელ დაიწყო და არ შეწყვეტილა. ზღვაში გაუჩინარებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. კაცი ზღვაში გუშინ, 5 ივლისს საღამოს შევიდა. 5 ივლისს ზღვაზე შტორმი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად.

ბიძის თქმით, 16 წლის ლუკას ზღვაში მიტოვებისთვის 3 პირი დააკავეს

16 წლის ლუკა აბულაძის ბიძის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა არასრულწლოვანი მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის. აქედან ერთ-ერთია 16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ეძებენ. ლუკას ძებნას ამ წუთებშიც აგრძელებენ სამაშველო ჯგუფები. „როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ …

ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ

ქობულეთში ზღვაში ადამიანს ეძებენ. ინფორმაცია ერთი პირის ზღვაში გაუჩინარების შესახებ „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა. პრესცენტრის თქმით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარს აცხადებენ. TV25-ის ინფორმაციით კი, ზღვაში ორი გოგო ძაღლის გამოსაყვანად შევიდა. აქედან ერთმა გამოცურა ნაპირზე, მეორემ …

კვარიათში ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

4 ივნისის შემდეგ მაშველები აჭარის სანაპიროზე  გაუჩინარებულ ორ ადამიანს ეძებდნენ. დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ერთ-ერთი მათგანის ცხედარი კვარიათში, ზღვაში იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 4 ივნისს შემოვიდა ინფორმაცია კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა. გაუჩინარების …

ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. მოზარდს ორი დღე ეძებდნენ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, „მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება“. არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს …

მეორე დღეა ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეორე დღეა ეძებენ ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ მიმდინარეობდა ზღვის ფსკერის დათვალიერება. მაშველები დაკარგულ მოზარდს „პიერ ბათუმის“ მიმდებარედ, ზღვაში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. ზღვაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 16 ივლისს, დილით, 07:00 საათზე შევიდა.

მაშველები ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეტყობინება არასრულწლოვნის ზღვაში გაუჩინარების შესახებ, დღეს 16 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე შევიდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. „ამ დროისთვის მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ჯარისკაცის დედა: „მომიძებნონ ჩემი შვილი“

ორი ჯარისკაცი – კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი სამი წლის წინ, 6 აგვისტოს შავ ზღვაში წვრთნებზე ყოფნისას გაუჩინარდა. ორი წლის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა დაღუპულებად. გიორგი ნანეტაშვილის დედა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ის მოითხოვს მისი შვილის ძებნა გააგრძელონ. „მე იმ დღიდან დავდივარ თავდაცვის სამინისტროში და ვაწუხებ, რომ მომიძებნონ …

წუხელ ზღვაში კიდევ ერთი, 25 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით 20 საათზე, ზღვაში შევიდა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და გაუჩინარდა. შემთხვევა მოხდა გონიოში, პოლიციის საგუშაგოს მიმდებარე პლაჟზე. სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ 5-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში სამუშაოები შეფერხდა. ამ უწყების ინფორმაციით, დღეს დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები – ორი კატერი და ორი მყვინთავი ეძებს გაუჩინარებულს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ასევე გრძელდება 44 წლის კობა …

Exit mobile version