ბათუმში, ვარდების სკვერში, ზურაბ გორგილაძის ბიუსტს დადგამენ

ბათუმში, ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტს დადგამენ. მარმარილოს პოსტამენტი სკვერში უკვე განთავსებულია, ბრინჯაოს ბიუსტი კი მოგვიანებით დაიდგმება. ბიუსტის დამზადება და სკვერში განთავსება 40 ათასი ლარი დაჯდება. „იდეის ავტორები ვართ მე და მწერალი დავით თედორაძე, მოქანდაკე კი დავით ბოლქვაძეა. ხელშეკრულების მიხედვით, ბიუსტის დადგმის ვადა ორ დღეში იწურება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესი გავაჩერე. ბიუსტი ჩემი …

ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 296 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის სარეაბილიტაციოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 260 ლარია გამოყოფილი. შესაბამის სამუშაოებს ქობულეთის მერია ტენდერით შეისყიდის. სახლმუზეუმის რეაბილიტაცია კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაცია მოიცავს შენობის შიგა სარემონტო სამუშაოებს, ელექტროქსელის, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მოწყობას. ასევე გარემონტდება შენობის სახურავი, ფასადი, მოეწყბა ეზო, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები. სახლმუზეუმისთვის იგეგმება ავეჯისა და ტექნიკის …

სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი მოეწყობა

ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მოეწყობა. სახლ-მუზეუმის მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქობულეთის გამგეობამ ტენდერი გუშინ, 24 ოქტომბერს გამოაცხადა. პროექტის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 10 ათასი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს „სრული არქიტექტურული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-კომუნალური შიგა და გარე ქსელების პროექტისაგან, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა.“ სატენდერო კომისიაში ჯერ …

ინტერვიუ ზურაბ გორგილაძესთან

  ხავერდოვანმა რევოლუციამ ბევრი ადამიანის გულში აანთო იმედის სხივი, მაგრამ ამ ეიფორიის ფონზეც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ისევ იმედგაცრუებით შესცქერიან. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ხვდება „გაზეთ ბათუმელებს“ ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც ამბობს, რომ მისთვის დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და არც ახლა აქვს რაიმეს იმედი. „აღარაფრის მჯერა, ახალი მთავრობისაც კი, ჯერჯერობით მხოლოდ ციხეები ივსება. ისეთი შეგრძნება …

Exit mobile version