ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს

ბათუმის მერის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს. ის ბათუმის მერმა დღეს, 31 აგვისტოს, წარუდგინა თანამშრომლებს. მერიის ინფორმაციით, ეთერ მაჭუტაძე განათლებით აგროეკოლოგი, აგრონომი და სატყეო ინჟინერია, არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი: „წლების განმავლობაში მუშაობდა მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის …

რას უპირებს ბულვარი დაზიანებულ ველობილიკს – 1,7-მილიონიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ არ შედგა. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით ადრე დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ხელახალ ტენდერში კი მონაწილეობ არავინ მიიღო. ახალი ველობილიკის მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში გადაწყვიტა  და 1 763 113 ლარიც გამოყო. „შეიძლება პროექტშია რამე ხარვეზი, ან ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში, ვინაიდან …

„რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 197 606 ლარი დაიხარჯება 

ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ფანტაზიას“ [„რვაფეხა“] შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 197 ათას 606 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 29 იანვარს მთავრდება. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, გაკეთდება „რვაფეხასთან“ მისასვლელები, ერთ-ერთი ალეას მონაკვეთი, დაიგება ფილები და მოეწყობა …

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს. „ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ …

ეთერ მაჭუტაძე ბულვარის თანამშრომლებს ზურაბ პატარაძემ წარუდგინა

დღეს,10 იანვარს, ბულვარის ადმინისტრაციას ახალი უფროსი, ეთერ მაჭუტაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა. წარდგენას ესწრებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე. „ბათუმის ბულვარი“ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობას დავით გორგილაძე ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ბულვარის დირექტორი ცისკარ გოგიტიძე მთავრობის ცვლილების გამო გათავისუფლდა დირექტორობიდან. რაც შეეხება ეთერ მაჭუტაძეს, ის აქამდე ბათუმის მერიის ა(ა)იპ გამწვანებისა და …

ტრაილერების ავტოსადგომი ევკალიპტების ნაცვლად

გონიოს მაგისტრალზე მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრას ბათუმის მერია ვერ შეაჩერებს, რადგან აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ უთხრა. „ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც მოჭრის და არც არმოჭრის მითითების საშუალება. საბუთებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. …

მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს

ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გასწვრივ, რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეა გამხმარი. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ამ ხეების მოჭრას ითხოვს. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ  ხეების მოჭრის მოთხოვნით განცხადება მერიაშიც შევიდა, თუმცა აღნიშნული ტერიტორია გადაამოწმა და ის  კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, ხეებზე პასუხისმგებელიც მესაკუთრეა: „ვისია კონკრეტულად, ვერ გეტყვით ეს ტერიტორია, თუმცა ჩვენ …

რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში,  შპს „კმ. გრუპი“ მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია, სულ 3392 კვ. მეტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა, 2015 წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერი, რომელშიც მაგნოლიები და სხვა მრავალწლოვანი …

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. …

ბათუმში ხეებს ჩაუმქრალი კირით ღებავენ [ფოტო]

ბათუმში ხეებს სპეციალური ხსნარით – ჩაუმქრალი კირით ღებავენ. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] 15 800 მერქნიანი მცენარეა და ყველა მათგანი შეიღებება. მისივე ინფორმაციით, ადრე შეტანილი იქნა მინერალური სასუქები, ახლა მოხდება ე.წ. წუნწუხის, შემდეგ კი ტორფის შეტანა, ამ სამუშაოების შემდეგ კი მცენარეები …

Exit mobile version