პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან-მოურავი პოსტერებზე ბათუმში

ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი ლიდერი – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”! არტისტი ამ პოსტერით  პარტიის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის …

თარხან-მოურავი: ბათუმელებმა დაინახეს, რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა

„სად არიან ბათუმელები? სად არიან? ამ ბათუმელებმაც დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა. აი, ეს არის ტრაგედია და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს იმდენ ხალხს ვერ ვხედავ, რამდენიც მინდა“, –  განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს, 24 სექტემბერს, ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბათუმში, ევროპის მოედანზე. დავით თარხან-მოურავმა თავის გამოსვლაში აქციაზე დამსწრეთა …

დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა: ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ტარიელ მამულაიშვილი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – პაატა ცივაძე; ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული ჟღენტი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – რუსუდან სიხარულიძე, ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში:  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – არჩილ მამულაძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ზაურ გაბაიძე, …

Exit mobile version