ვის და რომელ კლინიკაში შეუძლია გრიპზე აცრა უფასოდ აჭარაში

„ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა [NCDC] ცენტრმა გაავრცელეს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, უარს ეუბნება მოქალაქეებს აცრაზე [იმ მიზეზით, რომ უფასოდ აცრა შეუძლიათ მხოლოდ რისკჯგუფში …

სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია, საქართველოს მასშტაბით, 18 ოქტომბერს დაიწყება. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე გრიპზე უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო …

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა გაგრძელდა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის 16 ნოემბრიდანაც უფასო იქნება. უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 15 ნოემბერს უნდა ამოწურულიყო, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, უფასო ვაქცინაცია გაგრძელდა. როდემდე იქნება გრიპზე უფასოდ აცრა შესაძლებელი, უცნობია. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. NCDC-ის ადრინდელი განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია  ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. უწყების ცნობით, ვაქცინა მორგებულია …

მოვხსენით ბარიერი, ყველას შეუძლია გრიპზე აიცრას – ამირან გამყრელიძე

დღეს, 7 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობისაა და ყველას შეუძლია აიცრას. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ყველა მსურველს შეუძლია აიცრას ბათუმის პოლიკლინიკებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში გრიპზე უფასოდ. „გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია …

იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე

ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოქალაქეებს, ძირითადად, ოქტომბერში ან ნოემბერში ურჩევენ იმისათვის, რომ გრიპის სეზონს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტით დაცულები შეხვდნენ. ამ პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უფასოდ ვაქცინაცია მოქალაქეებს რამდენჯერმე შესთავაზა. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ თემით მოსახლეობის დაინტერესება მასშტაბური მაინც არ ყოფილა. მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ათამდე გაზრდის შემდეგ, მოსახლეობას აინტერესებს ექნება თუ არა …

გრიპზე უფასო აცრა სოფლებშიც ყველას ეკუთვნის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის განმარტება

შუახევის მუნიციპალიტეტიდან „ბათუმელებს“ მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ მათ გრიპის უფასო აცრაზე უარი უთხრეს. მათ უთხრეს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ გრიპზე უფასო აცრა ყველა მსურველს შეუძლია. „შუახევის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ როგორც უბნის ექიმს, ასევე დაბაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

Exit mobile version