ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (იგივე „ზარალა“). შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. რამიშვილი ევრონიუსი-საქართველოს დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. გარკვეულ პერიოდში გიორგი რამიშვილი ბათუმის კონცხზე ბიძინა ივანიშვილის …

წინანდლის ფესტივალმა რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსი გააერთიანა

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად ტარდება წინანდლის ისტორიულ მამულში. 22 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის დღის და საღამოს კონცერტები გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (Pan Caucasian Youth Orchestra) დაფუძნდა, რომელიც 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა. ასევე შეიქმნა წინანდლის ფესტივალის აკადემია. როგორც ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ პრესკონფენერციაზე აღნიშნა, ახალგაზრდული ორკესტრი კონცერტების პარალელურად, სასწავლო პროცესშია …

ბათუმის საკრებულო „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ გეგმარებითი დავალების მიცემას დაეთანხმა

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ გეგმარებითი დავალების მიცემის საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ბათუმში, „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ექვსი ჰექტარის გარდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობიც უნდა დააპროექტოს. 25 დეკემბერს საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ ფრაქციის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებისთვის კომპანიას პროექტის შესახებ …

მფლობელის თქმით, „სილქ თაუერის“ სტუმარი პირდაპირ იახტით მიადგება სასტუმროს ან რესტორანს

განახლებული იახტკლუბი ბათუმში„სილქ როუდ ჯგუფის“ თაუერებს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ღია არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრეს. იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავს. ბათუმში, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი თაუერის მშენებლობას გეგმავს. პირველი პროექტი 42- სართულიანი მულტიფუნქციური …

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებას და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო პორტად უნდა იქცეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ …

ცოლის ცემაში ბრალდებული: მე უკვე სხვა ოჯახი მყავს

ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის განხილვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ისე მოუხდა, რომ ვერც ბრალდებულისგან მოისმინა რამე მომხდარის შესახებ და ვერც ნაცემი ქალისგან, რომელმაც სექტემბერში 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა. სასამართლოს არავის ჩვენება არ მოუსმენია, რადგან ბრალდებულმა მარად დ.-მ ბრალი სრულად აღიარა და ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოსამართლეს მიუტანა, უდავოდ მიიჩნია. 112-ის ოპერატორს და შემდეგ …

Exit mobile version