„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა“ – დისკუსია ბათუმში დღეს საღამოს

ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ასევე „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე. დისკუსიის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“. დისკუსია საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისამართი: 26 მაისის ქუჩა #31 ___ ევროპარლამენტმა, …

„ეს არის ჩუმი რევოლუცია ხელისუფლების მხრიდან“ – გიორგი მშვენიერაძე

„საზოგადოებას თუკი სურს დემოკრატიის დაცვა და ჩუმი რევოლუციის თავიდან აცილება, რომელსაც ახლა მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, საჭიროა მკაცრი, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება ცხადად გვაჩვენებს, თუ რა ტიპის მმართველობა მყარდება ქვეყანაში. „ეს ანტიკონსტიტუციური მმართველობის მოდელია“ – ამბობს იურისტი. გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში …

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს …

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან

რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში? რა რისკებს ხედავს არასამთავრობო სექტორი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ხელისუფლებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” ეთერში შეკითხვებს გიორგი მშვენიერაძე პასუხობს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე. გადაცემის წამყვანია დავით ჯინჭარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის …

სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

ბიზნესმენი ზაქარია ყიფშიძე კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ქონება საქართველოს საერთო სასამართლომ დააყადაღოს. „რომ არა ეს ნორმა, თუ ადამიანს აქვს დავა საზღვარგარეთ, მოპასუხეს ექნება საშუალება სადავო ქონება გაასხვისოს,“ – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას პარლამენტის იურისტმა. დღეს კოლეგია ბიზნესმენის სარჩელზე განხილვას დაასრულებს. მოსარჩელე ზაქარია ყიფშიძის ინტერესების დამცველი, გიორგი …

კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიცემა პროკურორისთვის

„პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დამავალოს საკუთარი თავის წინააღმდეგ წარვადგინო მტკიცებულებები“, – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის მოქალაქე ტატიკო ჩორგილიანის ინტერესებს იცავს ორგანიზაციიდან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. „იყო შემთხვევა, როცა ადამიანს საკუთარი ხმის აუდიოჩანაწერის წარმოდგენა მოსთხოვეს, ასევე ხელმოწერის ნიმუშის წარმოდგენას სთხოვენ. გამოძიებას შეუძლია მოიპოვოს სხვა წყაროებიდან ბრალდებულის ხელმოწერა, მაგრამ თავად ბრალდებული არ უნდა იყოს ვალდებული მისთვის …

Exit mobile version