მთავარი საინფორმაციოს წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს – აჭარის ტელევიზია

თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აღარ იქნება. დღეს, 9 მარტს, საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც სამ საათზე გავიდა ეთერში, წამყვანმა თეონა თურმანიძემ თქვა, რომ 8 საათზე მთავარი საინფორმაციოს წაყვანა მას სამის ნახევარზე შესთავაზა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი აბაზაძემ. ტელეწამყვანმა თანხმობა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. „საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ მისაყვედურა, მასთან შეთანხმების გარეშე რატომ გამოვაცხადე თანხმობა, …

მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა – ტელეწამყვანი

„მაქვს ეჭვი, რომ ის ზეწოლის ქვეშაა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გიორგი აბაზაძის შესახებ, რომელიც 4 მარტს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. გიორგი აბაზაძე ამ დროისთვის კლინიკა „მედცენტრში“ იმყოფება. ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის …

გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის – გიორგი აბაზაძის ფეისბუქპოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას არაერთხელ გამოუხატავს აგრესია ლგბტქ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ ქალების დამამცირებელ/სექსისტურ პოსტებსაც. რამდენად შეძლებს ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური შეინარჩუნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქციის პრინციპები, როცა მისი ხელმძღვანელი აგრესიულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ? – „ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. …

Exit mobile version