2-25 ათასი ლარი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის სოფლებში მცირე ბიზნესის დასაწყებად

2 ათასიდან 25 ათასამდე ლარი გრანტის მიღება შეუძლიათ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს მცირე ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასავითარებლად. საგრანტო კონკურსს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ი აცხადებს. პროექტის პარტნიორი ბათუმის ბიზნესინკუბატორია. საგრანტო განაცხადის მიხედვით, პროექტი უნდა ეხებოდეს ტურისტული მომსახურების ბიზნესს, მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვას, ასევე მცირე წარმოებას, ხელნაკეთი ნივთების ბიზნესს. განმცხადებლის მიერ …

$1.3 მილიონის პროექტი – რა სარგებელი ნახეს მაჭახელაში განახლებადი ენერგიების დანერგვით

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, მაჭახლის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა.  პროექტის შედეგად ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში გამოიცადა და დაინერგა განახლებადი ენერგიის გამოყენება. „ამ პროექტის მთავარი აზრი იყო ის, რომ პარკის განვითარებით კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი ენახა ადგილობრივ მოსახლეობას,“ – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სოფო ჭიჭინაძე. …

„ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ – პროექტმა სტარტი ქედიდან აიღო

ENPARD-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქედაში გაიმართა, ვროკავშირი აფინანსებს. საინფორმაციო შეხვედრა ქედელი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხორუმით გაიხსნა. ქედის კულტურის ცენტში შეკრებილ, აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ახალგაზრდას სიტყვით მიესალმნენ ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელი სოფიო …

გეგმა ბათუმისთვის: მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსებმა და ველოსიპედებმა უნდა ჩაანაცვლოს

„მერიამ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაიყვანოს,“ – ეს გეგმის ავტორების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმში სატრანსპორტო სისტემა – სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს მოეწყო. გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა შეიმუშავეს და იგი 2030 წლამდე კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს. „პარკირება არის საცობის გამომწვევი მთავარი პრობლემა. როცა ადამიანმა …

Exit mobile version