ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება. საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო. მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია …

რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“ მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში. „ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. ამიტომ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონადირეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან დაწესებეული ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის თანახმად, „რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია და ასევე, შესაძლოა, პირს ჩამოერთვას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც. თუ მოპოვებული ნანადირევით …

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. „შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი …

10 მაისი გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა

10 მაისი გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღეა. გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც გადამფრენი ფრინველების და მათი ადგილსამყოფელის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან აიკრძალა. ნადირობა მხოლოდ აგვისტოს შემდეგ იქნება ნებადართული. აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალიც. სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი,  „აღმოსავლეთ შავი ზღვის …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება. „აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 18 აგვისტოს დაიწყება – რას ითხოვს გარემოს ზედამხედველობა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს დაიწყება.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

სახალვაშოში საპიკნიკე და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები მოეწყობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის სამშენებლო სამუშაოებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 198 165 ლარია. მშენებლობა 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, სატენდერო პირობების მიხედვით მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე არ უნდა აწარმოოს 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე, ვინაიდან „ამ პერიოდისთვის მოცემულ …

ჭოროხის დელტაში ნადირობა აკრძალულია, რადგან ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის

მონადირეებმა და მეთევზეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ჭოროხის დელტაში ნადირობის აკრძალვა გააპროტესტეს. „ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაა და ქალაქში ნადირობა აკრძალულია“ – განმარტავენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ჭოროხის დელტაში ნადირობა იკრძალება მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილი გახდა. „გასულ წელს ამ დელტაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 70 ოქმი შედგა. შარშან ერთი ეკიპაჟი მუშაობდა …

Exit mobile version