ბათუმში აბონენტებს ბუნებრივი აირის ქვითარი არ მისვლიათ

აბონენტების ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს უფლება არ აქვთ, ივნისის თვეში …

ბათუმისთვის გაზის მიწოდება დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება

ბათუმის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 ივნისს დილიდან დაიწყო. თუმცა, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, ქალაქის მასშტაბით, ასევე ხელვაჩაურის აბონენტებისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად სამშაბათს, 6 ივნისს, დღის ბოლომდე აღდგება. კომპანია ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნეს …

250 ათასი ლარი ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტისთვის

ბათუმი-ქედის მონაკვეთის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობის თანახმად, პროექტი „პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების, აგრეთვე გაზსადენის პერსპექტიული განვითარების [შესაძლო დაგრძელების] პირობების გათვალისწინებით,“ უნდა შედგეს. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 ათასი ლარია. „გაზსადენის კონტურის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო …

„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით

კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი  თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ …

როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში

ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. „გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება …

აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 16 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სრულად უნდა აღდგეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი „წნევის დაწევა გახდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება წუხელ შეუწყდათ. გაზის შეწყვეტის გამო დღეს ბათუმის საჯარო სკოლებში …

აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი

კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის …

აჭარაში გაზის მიწოდება 24 ივნისს დილიდან შეწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება აჭარაში მიმდინარე წლის 24 ივნისს დილის 6 საათიდან შეწყდება. 24-27 ივნისს აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის   მიწოდება ყველა მომხმარებელს შეუწყდება. რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯია გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება.

29 მარტს გაზმომარაგება აჭარაში დილიდან შეწყდება

„ბუნებრივი აირი 29 მარტს გაითიშება და აღდგება პირველი აპრილიდან. ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის სრულად მიწოდება 3 აპრილისთვის დასრულდება,“ -გვითხრეს  „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე. კომპანიამ ვერ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელი საათიდან შეწყდება გაზმომარაგება, თუმცა ცხელი ხაზის ოპერატორის თქმით, გაზი დილიდან გაითიშება. აჭარის რეგიონში ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს …

ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა

ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. „ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური …

გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ

აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი …

Exit mobile version