თურქეთში ლეოპარდის ბუნებაში დაბრუნება კიდევ ერთხელ დადასტურდა

მედიის ცნობით, თურქეთში, ეროვნულ პარკში დაფიქსირებულმა ვიდეოხაფანგმა ანატოლიური ლეოპარდი გადაიღო, რაც იმას მოწმობს, რომ გადაშენების პირას მყოფი ეს ცხოველი ბუნებაში ბრუნდება. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ანატოლიური ლეოპარდი თურქეთში, სხვადასხვა რეგიონში შენიშნეს. ლეოპარდი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც ცხოველი, რომლის პოპულაციის დაკარგვის საფრთხე არსებობს. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ თურქეთში 1974 წელს …

3 ათასი ხე 8 კილომეტრზე – ერთი ადამიანის 23-წლიანი ძალისხმევა

ერთი ადამიანის ძალისხმევით თურქეთის პროვინცია დიარბაქირში უნაყოფო, ქვიან ტერიტორიაზე ათასობით ხე გაიზარდა 8 კილომეტრის მანძილზე. ამ პროვინციის პატარა სოფლის მცხოვრებმა, ომერ გიუნდოგანმა, ჯერ კიდევ 23 წლის წინ დაიწყო მდინარის ნაპირას ხეების დარგვა, მაშინ, როცა საქონელს მწყემსავდა. კაცი ახლა 42 წლისაა, წლებია უკვე ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ მის მიერ დარგული ხეები ხარობს. 23 წლის წინ ომერ გიუნდოგანმა …

ავსტრალიაში კოალების მესამედი დაიღუპა ბოლო 3 წელში

ავსტრალიაში დაიღუპა კოალების დაახლოებით 30% ბოლო სამი წლის განმავლობაში, გვალვის, ტყის ხანძრისა და ხეების გაჩეხვის შედეგად. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცემა ციტირებს ავსტრალიის კოალას ფონდის თავმჯდომარეს, დებორა ტაბარტს, რომელიც აცხადებს, რომ ეს კოალების რაოდენობა დრამატულად შემცირდა. იგი ამბობს, რომ ავსტრალიას ესაჭიროება კანონი კოალას დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოპულაცია კიდევ უფრო შემცირდება. ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის თქმით, …

საქართველოში გამოჩნდნენ გადაშენებული ქურციკების ნაშიერები, ლიკლიკები – WWF

გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის [WWF] ინფორმაციით,  კავკასიის სამუხის ველზე, ქურციკების, [იგივე ჯეირანი] ნაშიერები, ლიკლიკები გამოჩნდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის. ქურციკი წითელ წიგნშია შეტანილი. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა მათი გავრცელება XX საუკუნის დასაწყისში ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისების გამო. ქურციკის ბუნებრივ ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ …

ასობით კოალა დაიღუპა ხანძრის შედეგად – ავსტრალიაში ფაქტს ტრაგედია უწოდეს

ასობით კოალა დაიღუპა ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ავსტრალიაში, ოქტომბრის ბოლოს. ცეცხლი 2 000 ჰექტარ ბუჩქნარზე გავრცელდა, ახალ სამხრეთ უელსში, სიდნეიდან 250 მილის დაშორებით. ბოლო თვეების განმავლობაში ახალ სამხრეთ უელსში ასობით ტყის ხანძრის კერაა დაფიქსირებული. ხანძრის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპა 350 კოალა, რომლებიც ამ არეალში ცხოვრობდნენ. ცხოველების მაშველებმა ხანძრისას კოალების ნაწილის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილი ცხოველები სპეციალურ საავადმყოფოში …

დაიღუპა 200-ზე მეტი სპილო, 5 მილიონ ადამიანს კი საკვების დეფიციტი ემუქრება – ზიმბაბვე

ზიმბაბვეში 200-ზე მეტი სპილო დაიღუპა გვალვის გამო – იუწყება სააგენტო africanews-ი, ზიმბაბვეს ნაციონალური პარკების სააგენტოზე დაყრდნობით. ზიმბაბვეში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვაა.  ზიმბაბვეს ნაციონალური პარკებისა და ველური ბუნების დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა ტინაშე ფარავომ განაცხადა, რომ მხოლოდ ოქტომბერში 200 სპილო დაიღუპა ჰვანგეს ეროვნულ პარკში და მდგომარეობა მძიმეა სხვა პარკებშიც. მისივე თქმით, გვალვის შედეგად სპილოების გარდა …

Exit mobile version