„რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“


“რვაფეხა” შეიძლება ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებებითაც იყო ძვირფასი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ძვირფასია როგორც ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, როგროც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ ნებისმიერ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრის უფლებას ჩემი პროფესია – ხელოვნების ისტორიკოსობა და პროფესიული გამოცდილება მაძლევს. 

როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

 

„რვაფეხასთვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ. იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, სააგენტო ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომლის კომპეტენციაშიც ძეგლისათვის სტატუსის მინიჭება შედის, აცხადებენ, რომ თბილისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრები უნდა დააზუსტონ და სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მიანიჭებენ თუ არა „რვაფეხას“ ძეგლის სტატუსს. 

„რვაფეხა“ სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინში

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არსებულმა საბჭომ ბათუმში მდებარე კაფე „ფანტაზიას“, იგივე „რვაფეხას“ საკითხი უნდა განიხილოს. საბჭომ და სააგენტომ  უნდა გაწყვიტოს, მიენიჭება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი „რვაფეხას“. 

მიტოვებული კაფე „რვაფეხა”

 სუნი, ანტისანიტარია და აქა-იქ დაზიანებული კედლები. წლების წინ კაფე „რვაფეხა“ ბათუმის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს მივიწყებული და უპატრონოა. მისასვლელთან ქვის ლოდების გროვაა, რომელიც ეშმაკის ბორბალის გადატანის შემდეგ გაჩნდა და მათ გატანაზე შესაბამის სამსახურებს არ უზრუნიათ. ნაგებობის ერთ კუთხეში რამდენიმე ახალგაზრდა ზის და მზესუმზირას შეექცევა: „სიბინძურეა, მაგრამ მაინც ვზივართ. რაღაცნაირი სიწყნარეა, არავინ მოდის და ჩვენთვის ვართ“. ლიკა, ლაშა, გიო და ალენი მოსწავლეები არიან, კაფეს გარემონტებას არ ელიან: „ამას ვინ გაარემონტებს, მიგდებულია ამდენი წელი, დაანგრევენ ალბათ“. 

 

ლელა დუმბაძე  

Exit mobile version